რომანიეკრანიზაციაონორე დე ბალზაკი

ონორე დე ბალზაკი – მამა გორიო

”სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი” – წერს ბალზაკი საკუთარ შედევრში – ”მამა გორიო”, რომელსაც ზოგი ”ადამიანურ კომედიას”, ზოგი კი ”ადამიანურ ტრაგედიას” უწოდებს. მამა გორიო არ არის უბრალოდ მამა, ისაა მამა-მოწამე, რომელიც მოწყდა თავის საქმეს, უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. შვილებისადმი არაამქვეყნიერი სიყვარული მას ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ კი ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის გზამკვლევი მწერალი გვიბიძგებს ამ კითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ.
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close