პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ახალი მეკვლე

კარგია გრძნობით ნთებული ბრძოლების მკაცრი ჯახება
და შემდეგ გამარჯვებული სიმღერის შემოძახება.

ეს მე ვარ - რწმენამახვილი ნებისყოფა და ძალ-ღონე,
ბევრი ქარიშხლის მნახველი, ბევრი გრიგალის გამგონე.

ჩემი ხმაც სმენამჭევრია, გული წმინდა და მაგარი.
საქმე კვლავ ბევრზე ბევრია... წინ, გაბედულად დაჰკარი!

მშრომელო, მარად გიყვარდეს, ვით გიყვარს, შრომის სიალე!
პოეტო! ბასრი კალამი ხმალივით დაატრიალე!
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close