პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ავტომობილი

ედება სხივის ანთება შავი,
გედივით ჰკივის ლანდების ზოლი.
ბავშვების ქუჩას მიაფრენს ნავი,
გარემოს უჩანს ნისლი და ბოლი.

ბორბალი მალე ავიდა ჰაერს,
ორფერი ალით ბაგეთა რკალი,
იქნება ქარში ახალი დავა,
ვინაა ქალი, ლამაზი ქალი?

ქავილი ნელი გაბზარავს ჰაერს,
ყვავილი ველის დაფარავს ყველას,
ავტომობილი მოაფრენს მაისს,
ავტომობილი მიჰქრის და ელავს.
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close