თემურ ელიავაპოეზია

მაესტრო

უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,
მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი.
მინდა,რომ სიბილწემ აზრები არიოს,
შურიდან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...
მიწიდან,გამტვერილს სიზმარი ამათრევს,
რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ,
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,
ჩაპლინის იერით ლოთი,რომ მთავაზობს...
ინდიელ შამანის პაროდისტს მოვგავდი,
ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,
სიცილს,რომ მიჩემებს,ყოველ წუთს,ყოველ წამს.
კბილებით ვიკავებ,ძუნწ სიტყვებს ვერევი,
რაიკინის ნაცვლად კი ვკითხულობ ყანწელებს...
რა ვქნა თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები,
კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს.
ნერვები მოშლილი ვის ააქვს? არავის,
უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს,
უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,
უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს...
- გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარდა,
თეატრის კოლონებს მიჯნაზე დაამხობს,
მაესტრო დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა...
- მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა