პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

19 – ?

ციკლიდან „პაციფიზმი“

მიწას კვლავ ეფინება,
როგორც გზა და დროება,
იმპერიალისტური
ომის საშიშროება.
წამოვიდენ ღრუბლები,
მრისხანე და საზარი,
ილესება დანებად
რკინა უზარმაზარი,
მოაქვს სისხლის მორევი
და სიკვდილის მონება,
უძლეველი ტეხნიკის
მწარე გამოგონებას,
რათა სატანიური
ცელით მიწა ათიბოს,
რათა ასისხლებული
მხრები მოიქათიბოს,
მოსპოს, გაანადგუროს,
რაც ქურა და ძნებია,
რაც კი მრავალი წლობით
შრომას უშენებია.
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close