გამორჩეული ადამიანებინიკო ფიროსმანი

ბეგო იაქიევი “მოგონება ფიროსმანზე”

ბეგო იაქიევი – მედუქნე ბეგლარ სტეფანეს ძე იაქაშვილი

ჩემს დუქანს პატარა ბაღი ეკრა საყვავილე ფარდულებით შემკობილი და პატარა გუბეებით, როცა ნიკო ფხიზელი და თავისუფალი იყო, ბაღში გავიდოდა, ყვავილებს უვლიდა, მიწას ჩაჰყურებდა. მერე დიდი კაკლის ქვეშ დაჯდებოდა გაშტერებული. უფრო ზაფხულში იცოდა ბაღში განმარტოება. მარტოობა უყვარდა. უცხო ხალხს არ ეკარებოდა.

– ნიკალა, ვეუბნებოდი – მარტოობა ძნელია, ოჯახს მოეკიდე!

-მარტო ვარ დაბადებული, მარტო უნდა მოვკვდეო!

– არ არის კარგი საქმე, ნიკალაი!

– აბა ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს ჰქონია ბინა, რომ მე მქონდესო. ძველად სულ გამოკაფულ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით… ნეტავ ვიცოდე, როგორ ცხოვრობს ჩვენი აკაკი წერეთელიო. რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არ მაქვსო! ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელი… თუ ზარხოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა: ლოთებო, ნეტავი ჩვენა, და სხვა. აიღებდა ჭიქას და იტყოდა: “გაუმარჯოს პავლესა, დაისხავს და დალევსა”.

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close