პოეზიაფრიდონ ხალვაში

ია

მე მაგონდება ყრმობა, ტყე-ველი,

როცა მოიფენს იებს სამოსად.

“ია” _ ამ ორი მარცვლით შევძელი

წიგნში პირველი სიტყვის ამოხსნა.

როცა ნამიან კორდებს ავივლი

და ორთქლს მომახვევს ყანა დამბალი,

მგონია, მინდვრის თითო ყვავილი

არის ბუნების თითო ანბანი.

აქ გაზაფხული დგება პირსავსე,

მე მოზეიმე ველებს გავცქერი

და სიყვარულით მშობელ მიწაზე,

აპრილს ვკითხულობ იით დაწერილს.

 

1955

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close