პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – დიდება ქართულ ევრო-უწყებას

***
დიდება ქართულ ევრო-უწყებას,
რომ გვიზრდის ახალახალ სეთურებს;
,,ვინც ამერიკას არ დაუწვება –
რეტროგრადია და რუსეთუმე.”

,,ეტა ჟენშინა – დერევენშინა,”
სულ რომ თამაშობს – ,,ვისი სული გსურს;”
ადრე რუსულად მღერდა ,,მზე-შინას,”
დღეს კი სალაყბოდ გვტენის ინგლისურს.

ვინც გასჩენია დედას მახინჯად,
შემოიხია ყველამ საკინძე;
ყველა ცალხელა,ყველა ცალტვინა –
სერვანტესია ან არსაკიძე.

სად დავემალო,ვხედავ როდესაც,
ამდენ უნიჭოს და ,,სასახელოს”;
– კიდევ კარგიო (ბრმა ჰომეროსმა),
მესმის და თვალებს ვეღარ ვახელო.

ვახტანგ ღლონტი(ციკლიდან ,,წამოკრულები”)
12.02.2018.

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close