ვახტანგ ღლონტიპოეზია

ვახტანგ ღლონტი – ალაგ-ალაგ ცოცხალ-მკვდრები

***
ალაგ-ალაგ ცოცხალ-მკვდრები,
ჩემი ძმადნაფიცი მტრები;
ზღვის დონიდან ცის დონემდე
შიშთაშორის მენატრებით.

თუმც ყველასთან ზავი დავდე,
ამ ზავს ჯობდა ის ომები;
ადრე გულწრფელობით ვღირდით,
ახლა ჭკუით ვიზომებით.

დრო კი შუბლზე მიკაკუნებს –
მასპინძელო,თუ ხარ შინო;
კი ვარ,მაგრამ,მგონი – არ ვარ…
უძმოდ ვარ და,უარშინოდ…

ვ.ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები””)
27.01.2018.

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close