პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – რაც ხდება ჩვენში,არაქართული

***
რაც ხდება ჩვენში,არაქართული,
სუყველაფერი არის მართული –
იმ დღიდან,როცა უცხო მოვაჭრეს
ჩავადგმევინეთ ერთი ფარდული.

მომცრო ფარდული იქცა ქარვასლად,
ქარვასლა იქცა სრად და სასახლედ;
ჩვენი მიზანიც ისღაა ახლა –
რაც შეიძლება ძვირად გავსაღდეთ.

მიდის ვაჭრობა – სულით,სხეულით,
მიწით და რჯულით,ნაღდით,ნისიად;
რას მოვესწარით – საქართველოში
ქართულად ფიქრიც საძრახისია…

ცოტა კიდევ და იხუვლებს ხალხი,
მოიხედავ და,სადღაა ფარა;
გადაბარგდება ცხენიდან ვირზე,
სამშობლო მტერს ვინც გადააბარა.

ვინ დაამადლის ვირის აბანოს –
ვინც ჭუჭყშია და თანაც შიშველი…
თქვენ,ვინც ღმერთთანაც იყავით უბრად,
ვნახოთ,ეშმაკი როგორ გიშველით!

ვახტანგ ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2016 წელი

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close