პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – მეგონა მქონდა სამშობლო

***
მეგონა მქონდა სამშობლო,-
ძვალთშესალაგიც…სახლიც…
ღმრთისმშობლის სამახარობლო,
ჯვრით განბრძნობილი ხალხით…
მეგონა…ახლა ამ სიტყვებს,
ვით კედლებს,თავპირს ვახლი!

გმირი და არა მკვეხარა,
მახსოვს,მეგონა ისიც –
იყო ეს ჩემი ქვეყანა
თავისუფლების ღირსი
და მეც,მის გამო,ძარღვებში
მგლის სისხლი გადავისხი.

და მეც ვიბრძოდი ხალხისთვის,
მეც ხალხად ვიქეც თავად;
მტერს დავუკარგე ხალისი,
მაგრამ წავაგე დავა
ისევ ჩემს ხალხთან,რომელიც
თურმე ყოფილა ავად.

ავად ყოფილა თვითმკვლელის
უკურნებელი სენით,-
ენით ვერგამოსათქმელი,
ყურით არმოსასმენი.
ღმერთო,რა ფუჭი გამოდგა
გარჯა ჩემიც და შენიც.

ახლა ვდგავარ და არ ვიცი
ვის მოვუწოდო და რა?!-
ერის მამობას იჩემებს
იმდენი ვიგინდარა.
სასაფლაოსკენ გავწიე –
იქაც კი რიგი მდგარა.

რიგი ცოცხალი გვამების,
ნაქართველართა რიგი.
მე რომ ნამდვილი მეგონა,
ზღაპრის ყოფილა იგი –
იყო და არა იყო რა,
ქატო – აქ,ფქვილი – იქით…

მეგონა მქონდა სამშობლო…

ვახტანგ ღლონტი,2013 წელი

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close