პოეზიასონეტილია სტურუა

ლია სტურუა – ცისფერყანწელებს

სულ ცოტა ხანი დაგაცადათ ავმა განგებამ,

ყოფილიყავით პოეტები, ნატიფი, ყოვლად,

სისხლად გადინეს სარკეებში მოსული თოვლი,

და გულზე თეთრად დაქარგული ფარშავანგები…

ტკბილი იყო და მატყუარა მურაბის ქაფი,

პარიზის კაფე და ორპირის ლურჯი ციება,

თავის გარშემო დაფრინავდნენ ფოთლები დაფნის,

ტოლობის ნაცვლად, ამას ვიღა გაპატიებდათ!

ჩემო ძვირფასო პოეტებო, ხელში მადნებით,

ბოლო დროს, აღარც ლექსი მინდა, აღარც გაფრენა,

ჩვენს შორის შავი ნაპრალი და უღრანი ტყეა,

დგანან დანგრეულ რუსთაველზე თქვენი ლანდები

და ამ სიცივეს, ამ ყველაფრის გაარაფრებას,

მკერდზე მიხაკი ურჩევნიათ და თავში ტყვია…

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close