პოეზიასონეტილია სტურუა

ლია სტურუა – შემოდგომის სონეტი

დღე არის ჩუმი, კვამლიანი, ფერები ბაცი,

საგნები შუქის შემსრუტავი და არგამცემი

და, ერთადერთი რასაც ადგას სხივის ნამცეცი

სამზარეულოს შარავანდედს _ პილპილის აცმას.

ჭერსა და კედლებს, შეუღწეველს, წვიმების ნაცვლად

ვერგაფრენილი წეროების ფრთები აცვივა

და ფიქრი, ძილში სირბილივით თავზარდამცემი,

რომ დავემგვანე ჩათბუნებულს მიწაში მარცვალს,

გამომაფხიზლებს, სურნელს ღვრიან ვაშლები მწიფე

და სახეები მიჩვენებენ თავის ზურგს _ კეფას,

პირს მარიდებენ, ამედევნა შიში ცულივით,

სიმღერას ვიწყებ, ყვავილისკენ გზა მიდის ლიპი,

წავალ და აღარ დავბრუნდები, სახლში კი სეფა

გაიმართება სევდიანი, ოქროცურვილი…

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Check Also

Close
Close