პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – შაქარივით დავდნები

ასე მგონია, ასლები ვართ, საკმაოდ მკრთალი

ადამიანის გავარდების და გაბროლების,

იმ სიყვარულის, იმ მზიანი ჰიპერბოლების,

კაცი მიწაზე როცა იდგა და ცაში ქალი.

წამალი იყო უკვდავების მდინარის წყალი,

მზე არასოდეს თბილ ქვეყნებში არ მიდიოდა

და თუმცა მიწას, განუწყვეტლივ, სისხლი სდიოდა,

ვის ჰქონდა მაშინ დონდლო ხორცი და მრუდე ძვალი?

რომ გვტკივა მათი ლათინური სახელწოდება,

მთები რომ დავდგით კანცერის და სკოლიოზების,

მაგრამ სამოთხეც აღარ მინდა, ვაშლებით სავსე,

ოღონდ, მანახა ვინმეს ცრემლი და გახელება,

მეც დავდნებოდი შაქარივით თუ სანთელივით

და საფლავიდან ავდგებოდი იმ კაცის ხმაზე…

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close