ეკრანიზაციაჯეკ ნიკოლსონილუიზ ფლეჩერიუილიამ რედფილდიუილ სამფსონიფილმიმილოშ ფორმანის ფილმები

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

One Flew Over the Cuckoo's Nest

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo’s nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის მიხედვით „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.

წიგნი – კენ კიზი – გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

როლებში
ჯეკ ნიკოლსონირენდელ მაკმერფი
ლუიზ ფლეჩერი — მედდა რეთჩიდი
უილიამ რედფილდიდეილ ჰარდინგ
უილ სამფსონი — ბრომდენი
ბრედ დიურიფი — ბილი ბიბიტი
სიდნი ლასიკი — ჩარლი ჩესვიკი
დენი დევიტო — მარტინი

ფილმის გადაღება
სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის კირკ დაგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დაგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.

ჯილდოები
ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა. მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.

ოსკარი

საუკეთესო სურათი
საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯეკ ნიკოლსონი
საუკეთესო მსახიობი ქალი: ლუიზ ფლეჩერი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი

ოქროს გლობუსი

საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
საუკეთესო სცენარი: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ლუიზ ფლეჩერი
წლის ახალი ვარსკვლავი კაცი: ბრედ დიურიფი

BAFTA

საუკეთესო ფილმი
საუკეთესო რეჟისურა: მილოშ ფორმანი
საუკეთესო მსახიობი ქალი — ლუიზ ფლეჩერი
საუკეთესო მსახიობი კაცი — ჯეკ ნიკოლსონი
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ბრედ დიურიფი
საუკეთესო მონტაჟი: რიჩარდ ქრიუ, შელდონ კანი

წყარო: ka.wikipedia.org

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close