ფსიქოლოგიაფსიქოლოგია

ქცევის თვითრეგულაცია, როგორც ფიქსირებული განწყობის ფუნქცია

მაია კალანდარიშვილი, თამთა შოშიაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  გამოკვლევაში ექსპერიმენტულად არის  შესწავლილი ფიქსირებული განწყობის როლი   თვითრეგულაციის პროცესში. ექსპერიმენტული  შედეგებიდან გამომდინარე ორაზროვანი სურათის  განმეორებითი აღქმისას ინდივიდი იფიქსირებს   მხოლოდ ერტ ვერსიას, მიუხედავად იმისა, რომ ველი  შეიცავს ალტერნატიულ ვარიანტს. ასეთი ფიქსაციას  აქვს დიდი ასიმილაციური ეფექტი, რამდენადაც  ილუზორულად აღიქმება ერთმნიშვნელოვანი  სიტუაცია. Gამოვლინდა ფიქსირებული განწყობის

ახალი ფორმალური მახასიათებელი _ განწყობის  გადანაცვლებადობის სისწრაფე. ამ მახასიატებლის  მიხედვით დაჯგუფებულ ინდივიდებში აღინიშნა  მრავალფეროვანი სხვაობები პიროვნულ თვისებათა  მიხედვით.

     ფსიქიკის ძირითადი ფუნქციებიდან _ რეფლექტორული, კომუნიკატორული და

რეგულატორული, განსაკუთრებული ადგილი ამ  უკანასკნელს უკავია, რადგან ის არსებითად  განსაზღვრავს ქცევის სუბიექტის ადაპტირებულ  მოქმედებას. არსებობს რა ცვალებად გარემოში  სუბიექტი ღებულობს საჭირო ინფორმაციას  გარემოდან მისი ცვალებადობის შესახებ და ამის  საფუძველზე ახდენს ქცევის რეგულირებულ  წარმართვას.

      თანამედროვე ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში  რეგულატორულ მექანიზმად აღიარებულია  უკუკავშირით მიღებული ინფორმაცია, ე.ი. სუბიექტი  აღიქვამს არა მარტო ქცევის ობიექტს, არამედ ამ  ობიექტისადმი საკუთარი მიმართების თავისებურებას  აქტივობის ყველა საფეხურზე. ეს კონცეფცია  ცნობილია კიბერნეტიკული მოდელის სახელით  ტექნიკაში, ხოლო ბიოსისტემაში ცნობილია ანოხინ- ბერშტეინის კონცეფციით. მაგრამ თუ განწყობის  ფსიქოლოგია არის ქცევის ამხსნელი თეორია, მაშინ  ბუნებრივია განწყობის პოზიციებიდან უნდა იყოს  განხილული ქცევის სუბიექტის რეგულატორული  აქტივობა და მისი მიმდინარეობა სტოქასტურ  პირობებში.

      ჩვენ გამოვდივართ დებულებიდან, რომ  უკუკავშირით მიღებული ინფორმაცია უშუალოდ კი არ  განსაზღვრავს ქცევის მომდევნო ეტაპს, არამედ ეს  ინფორმაცია ჯერ აისახება პიროვნების ფიქსირებულ  განწყობაში და მხოლოდ შემდეგ გადადის ქცევაში.  ასე მაგალითად, თუ ცდის პირს თვალახვეულს  ვთხოვთ გადაზომოს ეტალონი სიდიდის ტოლი მონაკვეთი (20 სმ) და ყოველ გაზომვის შემდეგ  მას მივაწვდით შედეგების შესახებ მცდარ  ინფორმაციას, ცდის პირი ექსპერიმენტის საწყის  ეტაპზე იმოქმედებს შეცდომების გასწორების,  კორექციის განწყობით, მაგრამ შემდგომში თუ  უკუკავშირით მიღებული შეტყობინება დაუპირისპირდა  ფიქსირებულ განწყობას, მოხდება განწყობის ჩაქრობა  და ქცევის ახალი განწყობის ჩამოყალიბება. მაგრამ ამ  გამოკვლევაში არ იყო სპეციალურად შესწავლილი  განწყობის, როგორც ქცევის რეგულაციის  სპეციალური გარეგანი ინსტრუქციის გარეშე თვითაღმოცენების პროცესი, ე.ი. თუ კლასიკურ  საგანწყობო ცდებში საგანწყობო სიტუაციის  რამოდენიმეჯერ მიწოდებით სუბიექტს უფიქსირდება  გარკვეული განწყობა, განწყობის შექმნა ისეთ პირობებში, როდესაც მისი ჩამოყალიბება თვითონ  სუბიექტის ობიექტთან მიმართებაზეა დამოკიდებული, როდესაც სუბიექტი თვითონ იქმნის ქცევის თვითმარეგულირებელ განწყობას, ეს საკითხი  სპეციალურად არ ყოფილა გამოკვლეული და ჩვენი  ამოცანაც სწორედ მის შესწავლაში მდგომარეობდა, ე.ი. სუბიექტი იმყოფებოდა რა თანაბარ ალბათ,  სტოქასტურ სიტუაციაში მას შეეძლო თვითონვე  აერჩია ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი, დაუშვათ ა ვარიანტიდა ყოველი მომდევნო შეფასება  შეესრულებინა ამ ვარიანტით, ანდა აერჩია სხვა  ვარიანტი.Aასევე, შეეძლო ამ ვარიანტების ცდიდან  ცდამდე თავისუფლად შეცვლა. ჩვენ ობიექტურად,  ცდისპირების პასუხებიდან გამომდინარე, თვალს  ვადევნებდით განწყობის თვითშემუშავების, მის  ფიქსირების პროცესს და ამ გზით შემუშავებული  განწყობის გავლენას კრიტიკული მასალის აღქმაზე.

      გარდა ამისა, განწყობა, როგორც  პიროვნებისეული წარმონაქმნი, ცხადია, არ არის იზოლირებული პიროვნებისეული ინდივიდუალობის  რიგ თავისებურებისაგან. ამიტომ ჩვენს ამოცანას,  ასევე, შეადგენდა ქცევის თვითმარეგულირებელი  განწყობის შესაძლო ტიპოლოგიური თავისებურებების   პიროვნებისეულ ფაქტორებთან კავშირის შესწავლა.

  ამრიგად, ჩვენიექსპერიმენტის მიზანი იყო  შეგვესწავლა:

1. ქცევის თვითრეგულაციის განწყობისეული  ორგანიზაცია

2. განწყობის ტიპოლოგიური მახასიათებლების  კავშირი ადამიანის პიროვნებისეულ თვისებებთან

კვლევის მეთოდები:

ექსპერიმენტული მეთოდიკა:

ექსპერიმენტული მეთოდიკა:

ცდის მასალა:

      ჯასტროუს ორაზროვანი სურათი (“იხვი-კურდღელი”სურ.#1) და ამ სურათის ბაზაზე  დამუშავებული ორი სურათი მხოლოდ “იხვისა” (სურ.# 2) და მხოლოდ “კურდღლის” (სურ.#3) გამოსახულებით

ექსპერიმენტული პროცედურა:

      ცდისპირის წინ, პროექტორის ეკრანზე 0,1 წმ.- ის ხანგრძლივობით ექსპონირდებოდა აღნიშნული  სურათები.

საფიქსაციო და კრიტიკული ცდები:

            საფიქსაციო ცდებში ცდისპირებს ვაწვდიდით  ორაზროვან სურათს 20-ჯერ; მათ ევალებოდათ  თითოეული ექსპოზიციის შემდეგ აღენიშნა თუ რა იყო  გამოსახული სურათზე.

წინასწარმა ცდებმა აჩვენა, რომ საფიქსაციო ცდებში  ცდისპირები ძირითადად მიჰყვებიან პირველ არჩეულ  ვერსიას, კერძოდ, თუ ცდისპირი ორაზროვანი სურათის აღქმისას (“იხვი-კურდღელი”) პირველ  ექსპოზიციაში აირჩევს ვერსიას “იხვი”, შემდეგ 19 ცდაში ძირითადად ამ ვერსიას მიჰყვება; ამიტომ კრიტიკულ ცდებში ცდისპირებს ვაწვდიდით  საფიქსაციო ცდებში მათ მიერ არჩეულ ვერსიის საპირისპირო “ერთაზროვან” სურათს, კერძოდ, თუ

სურ.1

საფიქსაციო ცდებში ორაზროვანი სურათის  ექსპონირებისას ფიქსირდებოდა ვერსია “იხვი”,  კრიტიკულ ცდებში ვაწვდიდით სურათს “ერთაზროვანი კურდღლის” გამოსახულებით და პირიქით;

            კრიტიკული ცდებიც გრძელდებოდა 20 ექსპოზიცია; ცდისპირებს, საფიქსაციო ცდების ანალოგიურად, ევალებოდათ აღენიშნათ თუ რა იყო გამოსახული  ექსპონირებულ სურათზე.

      განმეორებისა და სურათების ცნობის ეფექტის           გამორიცხვის მიზნით თითოეულ ექსპოზიციაზე  ვცვლიდით სლაიდებს ექსპოზიციათა შორის თანაბარი  დროითი ინტერვალებით.

      ამავე ცდისპირებს ჩაუტარდათ კეტელის 16  ფაქტორიანი პიროვნების საკვლევი კითხვარი

სურ.2

ცდისპირები:

ცდები ჩატარდა 31 ცდისპირზე. თ.ს.უ.-ს სტუდენტები.

ასაკი 17-25 წელი.



ექსპერიმენტული შედეგების დამუშავება.

1. ზოგადფსიქოლოგიური ანალიზი:

      ცდისპირთა პასუხებში შინაარსობრივად  აღინიშნა რამოდენიმე ვერსია: “იხვი”, “კურდღელი” და  წარმოსახული ვერსიები (“ადამიანი”, “ჩიტი” და სხვა).  ცხრილში #1 ასახულია  ვერსიათა შინაარსები და მათი ცვალებადობის  სიხშირეები საფიქსაციო და კრიტიკულ ცდებში.

             ვერსიების ცვალებადობა საფიქსაციო და  კრიტიკულ ცდებში

ცდები

ცვალებადობის

ხასიათი

ვერსიების შინაარსები

სიხშირე

?

საფიქსაციო ცდები

ვერსიები არ იცვლება

ვერსია “იხვი”

21

67

ვერსია “ კურდღელი”

4

12

წარმოსახული ვერსია

(“ადამიანი”, “ჩიტი”)

2

7

ვერსიები იცვლება

ვერსია “იხვი”_

“კურდღელი”

2

7

წარმოსახული ვერსია_

“იხვი”

2

7

კრიტიკული ცდები

ვერსიები არ იცვლება

ვერსია “იხვი”

9

29

ვერსია “კურდღელი”

6

19

წარმოსახული ვერსია

4

12

ვერსიები იცვლება

ვერსია “იხვი”_

“კურდღელი”

10

33

ვერსია “კურდღელი”_

“იხვი”

2

7

ცხრილი #1

      საფიქსაციო ცდებში ერთმანეთს შევადარეთ პირველ ექსპოზიციაზე და დანარჩენ 19 ექსპოზიციაში გამოვლენილი ვერსიების სიხშირეები. მათ შორის  სხვაობა არ აღმოჩნდა სტატისტიკურად სანდო (X2= 0,43364, P>0,05) ე.ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ცდისპირები ორაზროვანი სურათის მრავალჯერადი  აღქმისას ძირითადად მიჰყვებიან პირველ  ექსპოზიციაზე არჩეულ ვერსიას. ისინი საკუთარი  გადაწყვეტილების “ტყვეები” ხდებიან და ვერ არჩევენ  სურათში ალტერნატიულ ვარიანტს. თავად  იფიქსირებენ განწყობას და რეგულირებას უკეთებენ  საკუთარ აღქმას.

      როგორც ავღნიშნეთ, კრიტიკულ ცდებში  ცდისპირებს ვაწვდიდით მათ მიერვე ფიქსირებული  ვერსიის საპირისპირო შინაარსის ”ერთაზროვან”  სურათს, კერძოდ, თუ საფიქსაციო ცდებში ორაზროვან  სურათს ისინი აღიქვამენ, როგორც “იხვი”, კრიტიკულ  ცდაში ვაწვდიდით “ერთაზროვან კურდღელს” და,  პირიქით.

      აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ ცდებში  “ერთაზროვანი” იხვისა ან კურდღლის აღქმაზე  მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საფიქსაციო  ცდებში ცდისპირთა მიერ არჩეული ვერსიის ფიქსაცია.  საგანწყობო ცდებში ფიქსირებული ვერსია ამახინჯებს

ერთმნიშვნელოვანი მასალის სწორად აღქმას,  იმსგავსებს მას. მაგალითად, თუ საგანწყობო ცდებში  ფიქსირებულ “იხვის” შემდეგ “ერთმნიშვნელოვანი  კურდღლის” აღქმაც ინტერპრეტირდება, როგორც  “იხვი” და პირიქით, ცხადია სახეზეა უძლიერესი  ასიმილაციური ეფექტი, რიმელიც ასიმილაციური ილუზიის სახით იჩენს. აღნიშნული ტენდენცია  სტატისტიკურად სანდოა. კერძოდ, ერთმანეთს შევადარეთ ერთმნიშვნელოვანი იხვისა და კურდღლის  აღქმის ექსპერიმენტული და მოსალოდნელი სიხშირეები აღმოჩნდა, რომ X2 =22,58; P<0,005.

2.ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი

      მიღებული ექსპერიმენტის შედეგები ჩვენთვის საინტერესო იყო ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური  თვალსაზრისითაც. რამდენადაც აღნიშნული  ასიმილაციური ეფექტის სიძლიერის მიხედვით  ცდისპირები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ  ერთმანეთისაგან. ამასთან, გვაინტერესებდა  გამოგვევლინა ინდივიდუალური მახასიათებლები,  რომლებიც საფუძვლად უდევს ცლისპირთა შორის  აღნიშნულ სხვაობებს. ამისათვის კრიტიკული ცდების  მონაცემების საფუძველზე გამოვყავით სამი  ტიპოლოგიური ჯგუფი.

      პირველ ტიპოლოგიურ ჯგუფს მივაკუთვნეთ  სრული ასიმილაციური ეფექტის მქონე ცდისპირები,  ანუ ისინი, რომლებთანაც ფიქსირებული ვერსია  ვლინდება უკლებლივ ყველა კრიტიკულ ცდაში  (ცდისპირთა 39%)       მეორე ტიპოლოგიურ ჯგუფში გაერთიანდნენ  ნაწილობრივი ასიმილაციური ეფექტის მქონე  ცდისპირები. მათთან თავდაპირველად გამოვლინდა  ფიქსირებული ვერსია, რომელიც შემდეგ ადექვატური  ვერსიით შეიცვალა(ცდისპირთა 42%).

      მესამე ტიპოლოგიურ ჯგუფში კი გაერთდნდნენ ასიმილაციური ეფექტის არმქონე, ანუ “ნულეული” ეფექტის მქონე ცდისპირები, რომლებთანაც  ფიქსირებული ვერსია არ ვლინდება არც ერთ  კრიტიკულ ცდაში (ცდისპირთა 19%). აღნიშნული  შედეგები ასახულია ცხრილში #2.

      ცხრილი #2

ტიპოლოგიური ჯგუფები

ვერსიათა შინაარსები

სიხშირე

 %

I

სრული

ასიმილაციური

ეფექტი

ვერსია “იხვი”

9

39

ვერსია “კურდღელი”

1

წარმოსახული ვერსია

(“კურდღელი”, ”ჩიტი”)

2

II

ნაწილობრივი ასიმილაციური

ეფექტი

“კურდღელი”_”იხვი”

2

42

“იხვი”_”კურდღელი”

10

წარმოსახული ვერსია_

წარმოსახული ვერსია

1

III

ნულეული

ეფექტი

“იხვი”_”კურდღელი”

2

19

“იხვი”,”კურდღელი”_

“იხვი”

1

“იხვი”,”კურდღელი”_

“კურდღელი”

1

წარმოსახული ვერსია_

“იხვი”

1

“იხვი”_ წარმოსახული

ვერსი

1

       P

3. მონაცემთა პიროვნებისეული ანალიზი.

როგორც ავღნიშნეთ, ჩვენი კვლევის ამოცანა იყო გამოგვევლინა პიროვნებისეული მახასიათებლები,  რითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამოყოფილი  ტიპოლოგიური ჯგუფები. პირვნებისეულ თვისებათა  გამოსავლენად თითოეულ ცდისპირს ჩაუტარდა  კეტელის 16-ფაქტორიანი კითხვარი. მონაცემები  ასახულია გრაფიკზე #1. მასში მოცემულია  თითოეული ტიპოლოგიურ ჯგუფში ცალკეულ  ფაქტორთა გაშუალებული მონაცემები.

      გრაფიკი#1

      

      როგორც გრაფიკიდან ჩანს, სრული და  ნაწილობრივი ასიმილაციური ეფექტის მქონე  ჯგუფებში განმასხვავებელი პიროვნებისეული  ფაქტორებია B, ჩ და G ფაქტორები, ამასთან, სამივე  ფაქტორის წონა ნაწილობრივი ასიმილაციური  ეფექტის მქონე ჯგუფთან უფრო მაღალია სრული  ასიმილაციის მქონე ჯგუფთან შედარებით.

      ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინდივიდები, რომლებიც ჯერ მოქმედებენ

ილუზორულად, ხოლო შემდეგ თავს აღწევენ მას ხასიათდებიან უფრო მაღალი   ინტელექტით  (BBფაქტორი), შედარებით მყარი ემოციური  მდგრადობით (ჩ ფაქტორი) და ორგანიზებულობის  მაღალი დონით (GG ფაქტორი) იმ ინდივიდებთან

შედარებით, რომელთა აღქმაც ბოლომდე ილუზორული  რჩება. დანარჩენი  ფაქტორების მიხედვით ჯგუფებს  შორის სხვაობა არ აღინიშნა.

      ”ნულოვანი ეფექტის” მქონე ინდივიდები წინა  ორი ჯგუფისაგან განსხვავდება მხოლოდ ორი  პიროვნებისეული ფაქტორით (NN და Q4 ფაქტორები),  ე.ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “უგანაყობო”  ინდივიდები სხვა ინდივიდებისაგან გამოირჩევიან  დაბალი “დიპლომატოურობითა” (N) და ფრუსტრირების  შედარებით დაბალი დონით (Q4)       რაც შეეხება წარმოსახული ვერსიების მქონე  ინდივიდებს, ასიმილაციური ეფექტის ფორმალური  მიმდინარეობის მიხედვით ისინი არ განსხვავდებიან  სხვა ჯგუფებისაგან. განსხვავება მხოლოდ აღქმული  მასალის შინაარსშია. ისინი ირჩევენ წარმოსახულ  ვერსიას: “ადამიანი”, “ჩიტი”, “ყვავილი” და სხვა. პიროვნული მახასიათებლის მიხედვით ეს ინდივიდები სხვებისაგან გამოირჩევიან წარმოსახვის განვითარების მაღალი დონით (მფაქტორი) და შედარებით დაბალი  დომინანტობით (ეფაქტორი).

      ჩვენთვის საინტერესო არმოჩნდა ინდივიდუალური სხვაობები ნაწილობრივი ასიმილაციის ეფექტის მქონე ტიპოლოგიურ ჯგუფში (12 ცდისპირი). როგორც ვიცით, ამ ჯგუფს ინდივიდუმი კრიტიკულ ცდებში ჯერ ილუზორულად აღიქვამენ სურათს (ან ობიექტს) ხოლო შემდგომ გადაინაცვლებენ ადექვატურ აღქმაზე. ცდისპირთა.  შორის აღმოჩნდა სხვაობა გადანაცვლების სისწრაფის  მიხედვით.

      ზოგიერთი მათგანი ადეკვატურ აღქმაზე  გადაინაცვლებდა 1 _ 2 ილუზორული აღქმის შემდგომ  ზოგს კი ამისთვის სჭირდებოდა შედარებით მეტი  ექსპოზიცია. ამიტომ გამოვყავით სამი ქვეჯგუფი:

      1. სწრაფი   გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 1-6 ილუზიის  შემდეგ.

2. საშუალო გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 7-13 ილუზიის შემდეგ.

       3. ნელი გადანაცვლებადობა _ ინდივიდები  ადექვატურ აღქმაზე გადაინაცვლებენ 14-19 ილუზიის  შემდეგ.

გრაფიკი #2

      ამ ქვეჯგუფებს შორის  განმასხვავებელი პიროვნებისეული მახასიათებლების მონაცემები ასახულია გრაფიკში #2, როგორც გრაფიკიდან ჩანს სწრაფი და ნელი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდები განსხვავებულნი აღმოჩნდნენ 5  პიროვნებისეული მახასიათებლების (O, I, H, EEდა Q2   ფაქტორების) მიხედვით, კერძოდ სწრაფი  გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები. ნელი  გადანაცვლებადობის მქონეთაგან გამოირჩევიან  მაღალი მგძნობიარობით (I ფაქტორი) და  დამოუკიდებლობის მაღალი დონით (Q2  ფაქტორი),  ამასთან შედარებით დაბალი შფოთიანობით (0 ფაქტორი), სოციალური აქტიობითა (HNფაქტორი) და დომინანტობით (EEფაქტორი). ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ სწრაფი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდებიდან, თითოეული განმასხვავებელი

ფაქტორის აბსოლუტური მნიშვნელობა ნორმატიულის ფარგლებშია (4-7 სტენი) და არც ერთი ფაქტორი არ  იძენს უკიდურესად მკვეთრ გამოხატულებას, მაშინ,  როცა ნელი გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები  ხასიათდებიან მკვეთრად გამოხტული შფოთიანობით (8 სტენი), ძლიერი თვითდარწმუნებლობა-დომინანტობით  (8 სტენი) და ზედმეტი თვითდაჯერებულობითა და  ჰიპერტროფულობით (3,5 სტენი)

      რაც შეეხება საშუალო გადანაცვლებადობის  მქონე ინდივიდებს, მათთან დანარჩენი ორი ქვეჯგუფის   ინდივიდებისაგან განსხვავებით მკვეთრად   გამოხატულია ერთი ფაქტორი (MM) ამასთან,  განსხვავებული, მაგრამ ასევე ნორმატიული  მაჩვენებლები აქვთ Q3 და I სკალაზე, ე.ი. საშუალო  გადანაცვლებადობის მქონე ინდივიდები ხასიათდებიან  მკვეთრად გამოხატული პრაქტიკულობით (4 სტენი) შედარებით მაღალი  თვითკონტროლით (7 სტენი), ხოლო მგრძნობიარობის  მახასიათებლის მიხედვით შუალედურ ადგილს იკავებს  სწრაფი და ნელი გადანაცვლებადობის მქონე  ინდივიდებს შორის.

დასკვნები:

ექსპერიმენტული შედეგებიდან გამომდინარე  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

1. რევერსიული მასალიდან ერთ-ერთი ვარიანტის  შერჩევით სუბიექტში შეიძლება ჩამოყალიბდეს  პერცეპტული შინაარსის მიმართ ფიქსირებული  განწყობა.

2. რევერსიული მასალის შინაარსის პირველადი  შეფასება და მისი ვერბალიზაცია არის სემანტიკური  განწყობის ფიქსირების ძირითადი ფაქტორი .კერძოდ,  აღნიშნული გზით ფიქსირებული განწყობა  გამორიცხავს სიტუაციიდან ალტერნატიულ  ვარიანტებს და წარმოადგენს პასუხების შეზღუდვის  მთავარ პირობას. მაშასადსამე, განწყოგის ფიქსირების  ფაქტორი ხდება საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა  ველი შეიცავს ალტერნატიულ ვარიანტს.

3. თვითაქტივობით ფიქსირებული განწყობა კრიტიკულ ცდებში ვლინდება როგორც პერცეპტული ქცევის  რეგულაციის მექანიზმი, ვინაიდან კრიტიკული  მასალის სემანტიზაციადეტერმინირებულია  თვითრეგულაციით ჩამოყალიბებული განწყობით და ამ  გზით გაფიქსირებული განწყობა იძლევა ძლიერ  ასიმილაციურ ეფექტს.

4. ჩვენის აზრით, შესაძლოა გამოიყოს ფიქსირებული  განწყობის მახასიათებელთა მიხედვით, ახალი  ტიპოლოგიურად მნიშვნელოვანი მახასიათებელი_  განწყობის გადანაცვლადებადობის სისწრაფე.  რამდენადაც ამ პრინციპით დაჯგუფებულ ინდივიდებში აღინიშნა მრავალფეროვანი განსხვავებები პიროვნულ  მახასიათებელთა მიხედვით, ვიდრე ნაწილობრივი,  სრული და ნულეული ასიმილაციური ეფექტის მქონე  ჯგუფებში. ჩვენ შეგნებულად მოვერიდეთ ტიპოლოგიის  კლასიკურ ტერმინების ხმარებას (“დინამიკური”,  “სტატიკური”, “ვარიაბილური” ტიპი), რიმდენადაც  ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდიკა არ არის

ანალოგიური ფიქსირებული განწყობის კლასიკური  მეთოდისა, რომლის საფუძველზეც აიგება ტიპოლოგია  ფიქსირებული განწყობის ფორმალური მახასიათლების მიხედვით.

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close