ამონარიდებიჰერმან ჰესე

ტრამალის მგელი — ამონარიდები

„ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ, თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმუიცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს. თუმცა ისსიც დასაშვებია, რომ თითი არავინ გაანძრიოს! მთელი ეს უთავბოლო ორომტრიალი ხელს უშლის ადამიანებს, ჩემსავით კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ ცხოვრებას, იგრძნონ მისი უაზრობა და წვრილმანობა, დაინახონ თავიანთი ყოფის ამაზრზენი, კბილებდაკრეჭილი ორჭოფულობა, უიმედო კაეშანი და სიმწარე!“

„ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია. ჰოდა, ტრამალის მგელო, პირველად რომ გნახე, სწორედ ასეთი იყავი“.

„ადამიანს ცხოვრებაში ხშირად აქვს სულიერი კვდომის, გამოფიტვისა და სასოწარკვეთის შავბნელი დღეები, როცა აქციონერული საზოგადოებებისგან აიავარქმნილ და წვენგამოცლილ მიწაზე ადამიანთა მოდგმა და ეგრეთ წოდებული კულტურა გულს გირევს თავისი ყალბი, იაფფასიანი და მოჩვენებითი ბრჭყვიალით, ბოლოს კი ეს ყვლაფერი ერთმანეთს გადაეჩდობა და უიმედობის მწვერვალს ჩვენს სნეულ სულში აღწევს. ჰოდა, ვინც კი საკუთარ თავზე იწვნია მსგავსი ჯოჯოხეთური დღეები, ძალიან კმაყოფილი უნდა დარჩეს ამდღევანდელივით ჩვეულებრივი, ნახევრის ნახვრული დღით.. ამ მაძღრული მოწყენილობით, ამ საოცრად მადლიერი უტკივარობით დახუთულ ჰაერში ეს ეულად თვალემამორეული ნახევრის ნახევრული ღმერთიცა და ნახევრის ნახევრული ადამიანიც, ელდანაცემი რომ გალობს ჩუმ ფსალმუნს, ტყუპის ცალივით ჰგვანან ერთმანეთს“.

„დიდებული რამაა კმაყოფლებისა და უტკივარბის გრძნობა, ერთიმეორეზე მიჯრილი გასაძლისი დღები, როცა ტკივილიცა და სიხარულიც მიყუჩებულა და ვერ ბედავს თავის წამოყოფას, როცა ორივე ჩურჩულით ამბობს სათქმელს და თითის წვერბზე დაიპარება. მაგრამ მთელი ჩემი უბედურება ისაა, რომ სწორედ ეს კმაყოფილება მაგიჟებს და ამომდის ყელში, მაშინ კი სასოწარკვეთილი, სხვა სათბურ სარტყელებში ვეძებ გასაქცევ გზას. ვცდილობ სიხარული ან, – უკიდურეს შემთხვევაში, ტკივილი გავიხადო მეგზურად. საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე შევისუნთქო ეგრეთ წოდებული ბედნიერი დღების დახუთული ჰაერი რომ ჩემი ბალღური სული, კვლავ აივსება უიმედო სევდით. მზად ვარ მადლიერების ჟანგმოკიდებული ჩანგი, მაძღარ სახეში ვესროლო კმაყოფილებით მთვლემარე ღმერთს და ჯანსაღი ჰაერით სავსე ოთახში ყოფნას, ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა ვამჯობინო“.

„დიახ, დრომ წარიტაცა ყოველივე, ეს ფიალაც გამოიცალა და მერე აღარც შევსებულა, ნუთუ სინანულმა შემიპყრო? არა, სანანებელი არაფერი მქონდა, მე მხოლოდ ჩემი დღევანდელობა მენანებოდა, მენანებოდა თმენაში დაკარგული უთვალავი დღე თუ საათი, რომელსაც არც რამით დავუსაჩუქრებივარ და არც ჩემი სული შეუძრავს. თუმცა მადლობა ღმერთს, მართალია იშვიათად, მარგრამ მაინც მქონია ისეთი საათები, როცა ბედნიერება სანუკვარი სტუმარივით მწვევია, ღელვით შემოჭრილა ჩემს სხეულში, დაუნგრევია კედლები და გზაკვალარეულისთვის კვლავ უგრძნობინებია სამყაროს ცხელი სუნთქვა“.

„სასაცილოდ მეჩვენა ადამიანური სითბოს უილაჯო ძებნით გამოწვეული ეს ტანჯვა. სიმარტოვე დამოუკიდებლობაა, მე თვითონ მეწადა იგი და აი, უკვე რა ხანია მოვიპოვე კიდეც, ცივი იყო ეს სიმარტოვე, მაგრამ თან მშვიდიც, დიახ, ისეთივე მშვიდი და უკიდეგანო, როგორც მოტორტმანე ვარსკვლავებით მოჭედილი ცივი, მდუმარე სივრცე“.

„თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვა-ღორღს შორის ამოხეთქილი ბედნიერების პაწაწინა ყვავილები“.

„მოძალადეს ძალადობა ღუპავს, ფულის მოყვარულს -ფული, მონას მონობა, სიამეთა მოტრფიალეს – სიამე, ჰოდა ტრამალის მგელსაც საკუთარი თავისუფლება ღუპავდა… როგორც კი ჰარიმ მიაღწია ნანატრ თავისუფლებას, მაშინვე მიხვდა, ეს თავისუფლება სიკვდილს უდრიდა. დაინახა საკუთარი სიმარტოვე და იგრძნო, მთელი ქვეყანა ავბედითად რომ განუდგა. ამიერიდან აღარაფერი ესაქმებოდა ადმაინებთან და თვით საკუთარ თავთანაც კი“.

„ასე ნელ-ნელა ეხუთებოდა სული ტრამალის მგელს განდეგილობისა და მარტოსულობის დახშულ სივრცეში, ახლაღა აღმოჩნდა თურმე სიმარტოვისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილსა და მიზანს კი არ შეადგენდა, ამ ჯადოსნური სურვილის აღსრულება მისი ხვედრი, წერა გამხდარიყო და ამ განაჩენის შეცვლა, არანაირ ძალას აღარ შეეძლო…ვიგი ყველსაგან მიტოვებული იყო“.

„ყველა გამორჩეულად თავისთავადი ადამიანი საკუთარ „მეს“ უპირისპირდება ხოლმე და მის განადგურებას ცდილობს“.

„გულს მიწვავს ცეცხლი ყელდამთუთქველი… და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმაკს“.

“ამქვეყნად ყველა შიშზე საზარელი სიკვდილის შიში! შეძრწუნებული ვფიქრობდი იმ წამზე, როდესაც სამართებელს ვიშიშვლებდი და გულგრილად დავისერავდი საკუთარ ხორცს!“

„უდავოდ ცდებიან, როცა თვითმკვლელობას შემთხვევით სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდნარეობს შინაგანი ბუნებიდან. ცხოვრების სიმწარეს ნაზიარები ასობით, ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოხლეს, მაგრამ თავისი ხასიათითა თუ რწმენით სრულიან არ მიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს, ბევრი ადამიანი კი – და ასეთია ჭეშმარიტი თვითმკვლელების უმრავლესობა საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს.

„თვითმკვლელობისთვის სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე, tramalis-mgeliთვითმკვლელი თავის „მეს’“ სამართლიანად თუ უსამართლოდ -ბუნების ძალიან სახიფათო, არასაიმედო და უსუსურ ნაშიერად მიიჩნევს. მას საკუთარი თავი უმწეო გონია და ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს კლდის ვიწრო ქიმზე იდგეს, როცა სულ პატარ ბიძგი ან მცირე შინაგანი სისუსტეც საკმარისია, რომ უფსრულში გადაიჩეხოს. ამ ყაიდის ადამინების ცხოვრება იმითაა ნიშანდობლივი, რომ თვითმკვლელობა მათთვის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ყვლაზე ნაღდი სახეობააა, ყოველ შემთხვევაში მათ ასე სწამთ, ამგვარი გუნება განწყობა ადამიანებში ადრეულ სიჭაბუკეშივე იჩენს ხოლმე თავს და მთელი ცხოვრების მანძილძე გაყვებათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდიან, პირიქით „თვითმკვლელთა“ შორის საოცრად ჯიუტ და მამაც ადამინებს ვხვდებით“.

„არიან ადმაინები, სულ მცირე გაცივებაზეც რომ სიცხე აუწევთ ხოლმე, მათ მსგავსად ჩვენი თვითმკვლელბიც ბუნებით საოცრად მგრძნობიარეები არიან. პატარა ელდაც საკმარისია, რომ მთელი არსებით მიეცნენ თვითმკვლელობაზე ფიქრს.

„თვითმკვლელთა უმრავლსეობას არ შესწევს უნარი ოდესმე მართლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმად აქვთ გამჯდარი რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ ვინაიდან ეს ადმაინები სიცოცხლეში კი არა სიკვდილში ხედავენ ხსნას, ვინაიდან მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ ან კვლავ დაუბრუნდნენ პირველ საწყისს, ამიტომაც ჩვენ მათ მაინც თვითმკვლელბად მივიჩნევთ“.

„ნეტავი სად გადის ადამინების ამტანობის ზღვარი? ერთხელაც იქნება ამესვება მოთმინების ფიალა, გამოვაღებ ფანჯარას და მიყარონ მერე კაკალი. – ერთის მხრივ ეს აზრი თვითმკვლელს უჩვეულო მხნეობას მატებს, მეორე მხრივ კი მშვენივრად იცის რა ძნელია ბრძოლა მოკვლის ცდუნებასთან. სულის სიღრმეში გრძნობს, რომ მართალია, თვითმკვლელობა გამოსავალი კია, მაგრამ ეს გამოსავალი ცოტა არ იყოს უბადრუკი და უღირსია. იმასაც გრძნობს, რომ ბევრად უფრო მომხიბლავი და კეთილშობილურია, ადამინი ბედის მსახვრალმა ხელმა განგმიროს, ვიდრე საკუთარი სიცოცხლის მოსასწრაფად აღმართულმა მარჯვენამ“.

„დაე, ითვლებოდეს თვითმკვლელობა სისულელედ, სილაჩრედ და სულმდაბლობად. დაე, იყოს იგი საძრახისი და სამარცხვინო ხსნა! – ტანჯვის ამ მორევიდან ნებისმიერი გამოსავალი, რაგინდ სამარცხვინო და სათაკილოც უნდა იყოს, ვაი რომ ადამინს მაინც ბედნიერებად მიაჩნია. ამ დროს აღარ გჭირდება კეთილშობილებისა და გმირობის გათამაშება, უბრალო არჩევნის წინაშე დგახარ და ფიქრობ, რა ამჯობინო: სულ მცირედი, წამიერი ტკივილი თუ შემზარავი, უსაშველო, ენით აუწერელი ტანჯვა“.

„სისულელა ყველაფერი. ორში ერთია: კაცმა ან თავი უნდა ჩამოიხრჩოს, ან იცოცხლოს, თუკი თავის ჩამოხრჩობა აუჩემებია რა გაეწყობა, მაშასადამე საპატიო მიზეზი ჰქონია და კისერიც ყულფში უნდა გაუყაროს, მაგრამ თუკი ადამიანი ცოცხლობს, მისი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხზლე უნდა იყოს“.

„მსაჯულს, მკვლელის პირისპირ რომ ზის და თვალებში შესცქერის, უეცრად ისეთი წამი დაუდგება, როცა მკვლელის ისტყვები ყურში საკუთარ ხმად ჩაესმის და მსაჯული გრზნობს როგორ აირეკლება დამნაშავის ყველა მიზანსწრაფვა, თვისება თუ შესაძლებლობა მის საკუთარ სულში. მაგრამ ის კვლავ აიფარებს სახეზე იმ თავისი მოჩვენებითი „მეს“ ნიღაბს, აღასრულებს თავის ვალს და მკვლელს სიკვდილის განაჩენს გამოუტანს“.

„დროდადრო ნიჭიერ და სათუთი გრძნობებით დაჯილდოებულ ადამინებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე: გენიოსების მსგავსად ისინიც დაარღვევენ პიროვნების მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდეს, შეიგრძნობენ, რამდენად დანაწევრებულია მათი ბუნება და საკუთარ თავს მრავალი „მე“-სგან აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ, მაშინ საკამირისია ამის თაობაზე ერთი სიტყვაც კი დასცდეთ, რომ ეს ადამინები უმრავლესობამ ოთხ კედელს შუა გამოკეტოს, საშველად მოუხმოს მეცნიერებას, დაუდგინონ შიზოფრენია და კაცობრიობას თავიდან ააცილონ ამ უბედურების პირიდან ჭეშმარიტების მოსმენის საფრთხე“.

„სინამდვილეში კი ნებისმიერი „მე“, თვით ყველაზე მიამამიტიც კი, ერთი მთლიონობა კი არა, მრავალსახოვანი რთული სამყაროა, პაწია ცის კიდობანია, ფორმათა, საფეხურთა და მდგომარებობათა, მემკვიდრეობათა და შესაძლებლობათა ქაოსია“.

„გული თუ სხეული მუდამ ერთია, სული კი მასში ორი ან ხუთი კი არა, ურიცხვი ბინადრობს. ადმიანს ხახვის ბოლქვივით ასობით ფურცელი შემოჰკვრია გარს. იგი უთვალავი ძაფის წვერისგან ნაქსოვი ქსოვილია“.

„ადამიანი ხომ გაქვავებული და მარადუცვლელი რამ არ არის, იგი რაღაც უფრო მცდელობაა, სახიფათო ბეწვის ხიდია ბუნებასა და სულს შორის გადებული. სულისკენ, უზენაესისაკენ ადამიანს მისი შინაგანი დანიშნულება მიაქანებს, უკან დედაბუნებისკენ კი ღრმა კაეშანი ეწევა. ამ ორ ძალას შორის შიშითა და ძრწოლით გამოკიდებულია მისი სიცოცხლე“.

„ადამიანი არ არის ერთხელ და სამუდამოდ შექმნილი რამ. ესაა სულის ლტოლვა, ისეთივე შორეული თან სასურველი, როგორც შიშისმომგვრელი მცდელობა“.

„სერიოზულობა დროის ატრიბუტია და მას დროის გადაჭარბებული შეფასება იწვევს. ერთი ხანობა მეც დიდად ვაფასებდი დროს, ამიტომაც მინდოდა ასი წლის ასაკამდე მიმეღწია, მარადისობაში კი დრო არ არსებობს, მარადისობა მხოლოდ და მხოლოდ წამია, ერთხელ წასაოხუნჯებლად რომ ეყოფა კაცს“.

„ღვთისმოსავ კაცს ბევრი უნდა ჰქონდეს, მეტსაც გეტყვი, ის დროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არ შეიძლება ღმერთი ჭეშმარიტად გწამდეს და სინამდვილით ცხვრობდე, თანაც ამ სინამდვილეს – დროს, ფულს, -სერიოზული თვალით უყურებდე“.

„გაცილებით დიდი უხამსობა ისაა, როცა რაღაც კეთილ საქმეს, იდეალს ესწრაფვი და ფიქრობ, რომ ვალდებული ხარ ხორცი შეასხა მას. განა ადამიანს იდეალები იმისთვისა აქვს, რომ მას ხორცი შეასხას? განა ამქვეყნად იმისთვის მოვსულვართ, სიკვდილს კარი გადავურაზოთ? არა, ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე წარმტაცი?“

10411333731222„ეს ბედნიერება მზიან დღეს მაგონებს წვიამიან შემოდგომაზე რომ გამოერევა ხოლმე, მაგრამ ვგრძნობ, დიდი დღე არ უწერია რადგან უნაყოფოა იგი. მართალია კმაყოფილებას განმაცდევინებს, მაგრამ ჩემს სულსა და გულს არ ეკარება, არ ღირს იმადნ, რომ ადამინმა მას თავი ანაცვალო. მთელი ჩემი ფიქრი იქითკენაა მიპყრობილი, ვიტანჯო, ოღონდ წინანდელზე უფრო ლამაზად და ღირსეულად. მე ისეთ ტანჯვაზე ვოცნებობ სიკვდილისთვის რომ შემამზადებს და დამიყოლიებს“.

„ვიცოდი ახლა ჯიბეში მეწყო ყველა ის ფიგურა, ასი ათასი ცხოვრების ასაწყობად რომ იმალებოდა, გაოგნებული ვცდლობდი ჩავწდომოდი თამაშის არსს, მსურდა ხელახლა განმეცადა ამ თამაშით მოგვრილი ტანჯვა, ერთხელ კიდევ შევძრწუნებულიყავი მისი უაზრობით. დიახ, დაუოკებელი სურვილი მქონდა ისევ და ისევ გამევლო საკუთარი თვითარსის ჯოჯოხეთი“.

„საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე,შევისუნთქო ეგრეთწოდებული ბედნიერი დღეების დახუთული ჰაერი,რომ ჩემი ბალღური სული კვლავ აღივსოს უიმედო სევდით“.

“მზად ვარ მადლიერების ჟანგმოკიდებული ჩანგი მაძღარ სახეში ვესროლო კმაყოფილებით მთვლემარე ღმერთს და ჯანსაღი ჰაერით სავსე ოთახში ყოფნას ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა ვამჯობინო“.

„ეს დღეც მიილია,მიილია უჩუმრად,როგორც საერთოდ სჩვევიათ ხოლმე დღეებს.ჩემი გულუბრყვილო, ლაჩრული ცხოვრების გადამკიდემ ეს დღეც როგორც იქნა მოვახრჩე და სული ამოვხადე

Source
თემურ ქიქავა
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Check Also

Close
Close