გასართობი

(არც ისე) უაზრო კითხვები

კითხვები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება სულელური ჩანდეს 🙂

● არის თუ არა ჩინეთში ამერიკა-თაუნები?

● “არ არსებობს ფაქტები, არის მხოლოდ ინტერპრეტაციები” – ეს ფაქტია თუ არა?
● არის თუ არა ცხოვრების აზრი ის, რომ ცხოვრებას აზრი მისცე?
● თუკი თვითგამოცხადებული “ირონიის მეფე” აზრზე არაა, რა არის ირონია, გამოდის, რომ მართალს ამბობს?
● როცა სიამის ტყუპები ავტობუსში ადიან, 1 ბილეთს იღებენ თუ 2-ს?
● თუკი რეპერები გამუდმებით ამაყობენ თავიანთი კრიმინალური წარსულით, რატომ ღიზიანდებიან, როცა მათი სიმღერები არალიცენზირებულად ვრცელდება?
● როგორ ხვდებიან ბრმები, როცა მტვრის გადაწმენდა დაასრულეს?


● რატომ აღნიშნავენ ფლინტსტოუნები შობას?
● თუკი მასტურბაციას მიმართავ მაშინ, როცა შესაბამის ხასიათზე არ ხარ, გამოდის, რომ შენ თავს აუპატიურებ?
● თუკი სატანა ბოროტ ადამიანებს სჯის, საბოლოოდ სამართლიანი გამოდის?
● თუკი გაქვს რენტგენული ხედვის უნარი, თვალების დახუჭვის შემთხვევაში ისევ დაინახავ?
● თუკი გადაწყვეტ, რომ არაფერი გადაწყვიტო, ესეიგი გადაწყვეტილება მაინც მიიღე?
● თუკი საშინელებათა ფილმში ყველა მსახიობი შავკანიანია, პირველი ვინ მოკვდება?
● თუკი ფული ყველა ბოროტების სათავეა, რატომაა ეკლესიებში შესაწირი ყუთი?


● როცა მარტი მაკფლაი გაფრინდა 1985 წელში და თავისი მშობლები გაიცნო, რატომ ვერ იცნეს მომავალში მშობლებმა, როცა მათი შვილი გაიზარდა?
● თუკი სტრიპტიზიორები არიან “ეგზოტიკური მოცეკვავეები”, ესეიგი ნარკომოვაჭრეები “ეგზოტიკური ფარმაცევტები” არიან?
● რა მოხდება, თუკი დაიქირავებ ორ კერძო დეტექტივს და ორივეს ერთმანეთზე თვალთვალს დაავალებ?
● თუკი სიცილი საუკეთესო წამალია, ე.ი. მუნჯები გამუდმებით ავადმყოფობენ?
● თუკი უცნობებს არ უნდა ვესაუბროთ, მეგობრები როგორ გავიჩინოთ?
● შეიძლება ბრმა ადამიანი იყოს რასისტი?
● შეუძლია ყრუ ადამიანს, გაარჩიოს ყვირილი და მთქნარება?


● თუკი კონკიას ფეხსაცმელი ზუსტად ერგებოდა, გაქცევის დროს როგორღა გასძვრა?
● თუკი გკითხავ, გინდა თუ არა ჩემთან სექსი, ამ კითხვაზე პასუხი იქნება თუ არა იგივე, რაც ამ კითხვაზე?
● შესაძლებელია, ეშმაკს მიჰყიდო სული სამოთხეში სამუდამოდ მოხვედრის ნაცვლად?
● თუკი ადამიანის კუჭის წვენი მეტალსაც კი ინელებს, სიმინდის გადამუშავება რატომ უჭირს?
● ვეგეტარიანელი რომ ზომბი გახდეს, მაინც ტვინებს შეჭამს?
● თუკი დაბადებიდან ყრუ ხარ, რა ენაზე იფიქრებ ხოლმე?
● თუკი ვიდეოთამაშების შემმოწმებლად მუშაობ, შესვენების დროს რა უნდა აკეთო?


● თუკი ტარაკანს შეუძლია, ბირთვულ ომს გადაურჩეს, მაშინ რა ჯანდაბა ასხია მწერების საწინააღმდეგო სპრეიში?
● შეუძლია ნინძას სხვა ნინძების დანახვა?
● თუკი ქალის ადგილი სამზარეულოშია, შეფ-მზარეულთა უმეტესობა რატომაა კაცი?
● თუკი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის გამო კაცები დიდმკერდიან ქალებს ანიჭებენ უპირატესობას, რატომ არ იმუშავა სელექციის მეთოდმა?
● თუკი ვინმე გეტყვის, რომ ყოველთვის ყველაფერზე შენი აზრი უნდა გქონდეს და შენ დაეთანხმები, გამოდის, რომ მის რჩევას ეწინააღმდეგები?
● თუკი ის იმარჯვებს, ვინც ითმენს, საქმის გადადება ჭკვიანური ნაბიჯი გამოდის?
● რა დროა ჩრდილოეთ პოლუსზე?


● თუკი პროფესორ ჩარლზ იქსეივიერს ყველაფრის გაკონტროლება შეუძლია გონებით, ფეხებს რატომ ვერ ამოძრავებს?
● შენს კლონთან რომ სექსი გქონდეს, ჰომოსექსუალი იქნები თუ მასტურბაციის ტექნოლოგიის ბოლო მიღწევების მომხმარებელი?
● თუკი ფოტოაპარატის ლინზა მრგვალია, სურათი როგორღაა მართკუთხედი?
● რა აცვია ლედი გაგას ჰელოუინზე?
● თუკი ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება რაღაც იყოს შეუძლებელი?
● დრო რომ გაჩერდეს და შემდეგ ისევ ამოქმედდეს, როგორ უნდა გაიზომოს, რამდენი ხანი იყო გაჩერებული?
● თუკი იაპონიის მიწისძვრა პერლ ჰარბორის ამბების კარმის შედეგი იყო, რა ელის აშშ-ს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამო?


● რა მოხდებოდა, ნეოს რომ ორივე აბი დაელია?
● რას განიცდის ბრმა ადამიანი, თუკი მას ჰალუცინოგენს დაალევინებ?
● “ბინდი” რომ მომწონს, მაგიტომ ვარ დებილი თუ დებილი რომ ვარ, მაგიტომ მომწონს “ბინდი”?
● თუკი შიზოფრენიკი ადამიანი დაბადებიდან ყრუა, მაინც ესმის ხმები?
● თუკი ვეგეტარიანელებს ასე ძალიან უყვართ ცხოველები, რატომ უჭამენ მთელ საკვებს?
● თუკი გასახსნელი არაფერი იქნება, გასაღებს მაინც გასაღები ერქმევა?
● როცა ბრაუზერში გვერდს ჩამოსქროლავ ბოლომდე, გვერდის სათავეში მყოფი GIF ფაილი ისევ იმოძრავებს?

Print Friendly, PDF & Email
წყარო
charlius.com
Tags
Show More

Related Articles

1 thought on “(არც ისე) უაზრო კითხვები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა