ქართველი ავტორებიპოეზიაჩუმი 'პოეტესა'

უძღები შვილი …

 

მე თეთრი ღამის მოლანდებად ვიქეცი უკვე,
მოვიქარიშხლებ თორემ ლოდინს არ უჩანს ბოლო.
დაგიბრუნდები თუ მიმიღებ დეე შენს შვილს უძღებს,
რომელიც უკვე წლები არის შენთან არ ცხოვრობს.

ვისწავლე გლოვა, სიმარტოვე, ცრემლი გოდება,
ვისწავლე მარტომ ეკალ-ბარდი როგორ გავკვალო.
შენთან მოსვლამდე თუკი ჩემს თავს რამე მოხდება,
ხელგაშლილ დამხვდი შენი სითბო სულს რომ ვაწამლო.

ძნელი იქნება დაბრუნება დიდი ხნის შემდეგ,
გიჟს დამამსგავსებს შენს თვალებში ნაპოვნი დარდი.
შორიდან გწერდი საბოდიშო წერილად ლექსებს,
და გეფიცები ღვთისმშობელო მხოლოდ შენ მწამდი.

სიტყვებიც ქრება… ემოციებს თვალებში ვატევ,
პატიებას გთხოვ თუკი შეძლებ მირწმუნე დედი.
სინანული და მონატრება კისერში მაჭერს,
მომიტევე რომ უღალატო ვერ გამოვდექი.

დეე თეთრი ღამის მოლანდება თუ შეამჩნიე,
სადმე ჩამქვრალი ხის ძირას ან წყლის პირას მჯდომი.
თუკი ღალატი საკუთარ ხორცს ვერ მაპატიე,
გვერდს ნუ ამივლი შენებური ბავშვური წყრომით.

მოდი და ჩუმად მოქვითინეს ხელი მომხივიე,
მოდი და სიტყვაც არ წამოგცდეს გრძობებზე თუნდაც
მონატრებისგან ყვირილიც რომ შეშლილს მომინდეს
ნუ გაიკვირვებ, უცნობივით გთხოვ შენც ხელს ნუ მკრავ.

შენი ფერი აქვს ჩემს თვალებში ნაპოვნ სიხარულს
დეე იციი ხელებს შენებური სინაზით ვარხევ.
მე ვეღარ შევძლებ შენს სიშორით მარტო სიარულს,
გთხოვ… მითხარი რომ დავბრუნდე და სულ შენთან დავრჩე.

ავტორი: ჩუმი ‘პოეტესა’

Print Friendly, PDF & Email
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა