პოეზიაფრიდონ ხალვაში

ხშირად იტყვიან _ იყო წვიმა, საღამო, ქარი…

ხშირად იტყვიან _ იყო წვიმა, საღამო, ქარი

და სიყვარულმა გამიყვანა სველ ხეივანში,

ქალი მელოდა წვიმაში მდგარი

ყელზე მოხვეულ წვიმისფერ თავშლით.

ჩემი რჩეული არც საღამოს, არც წვიმიან დღეს

არ დამხვედრია სველ ბაღის კართან,

არ გამყოლია საიდუმლოდ ბნელ ზღვის პირამდე…

მაგრამ, მიყვარდა…

 

1955

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close