პოეზიაფრიდონ ხალვაში

ხალხურ მოტივზე

ხალხურ მოტივზე

“წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა,

ალვის ხის ჩამონათალი”,

რა ვქნა, კარგო, გული ისევ

შენი გულის მონად არი.

სულში ისევ ავდარია,

მითხარ, როდის მოვა დარი,

ვაი, წყალი მწყურებია,

შენი დოქით მონატანი.

ხან ტანჯვაა, ხან ამსოფლად

სიხარულიც ბლომად არი…

წყალო, შედექ და მითხარი,

საყვარლის შემონათვალი.

 

1975

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა