პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჭოროხის ხვაშიადი

მოდის და ამბობს ჭოროხი,

როგორ გაჩნდა და იწვალა,

მოაქვს შლამი და გოროხი, _

ესეც ხომ ჩვენი მიწაა?!

ვუმზერ და მღვრიე ზვირთებში,

ვით წიგნში, ამბავს ვკითხულობ,

ისწრაფის _ ნახოს მზის მთები,

ლაჟვარდი გადაიხუროს.

გატეხა ბნელი კარიბჭე

და კლდეთა შორის გუგუნებს,

ხელს ჩავკრავ, ფოთოლს დავიჭერ

და დიდხანს, დიდხანს ვუყურებ.

ვიცი, რად არის გამხმარი,

ფერი რამ გაუხუნა მას, _

მზით არასოდეს გამთბარა,

არც გაზაფხული უნახავს.

 

1946

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა