პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჭადრები

რეზო მანველიძეს

არ მიღამდება მე მაინც ის დღე,
ჭადრის სანთლებად ნანთები ფიქრით,
იმ სიყვარულის სითბო და სიღრმე
ჩემს მეჩხერ თმებში ნიავად მიქრის.
მეც კარგად მიცნობს ჭადრების ის ტყე,
მეც მაქვს იქ ფაცხა, გზა მაქვს, ეზო მაქვს,
რა მშვენიერად შეადნა ის დღე
შენი სახელის მყუდრო რეზონანსს.

სამოცდაათი სხვასაც მოესწრო,
ჩემთვის სხვა იყო გემო იმ დღისა
წელთა სიბევრის, სიბერის ეს დრო,
სუფრამ კი არა, ამკო სინდისმა.
როცა გულის მზე კაზმავს პურმარილს,
გემრიელია თვით ქარის ქროლაც,
მამულს შენებრი შვილი უმრავლოს,
რომ შევძლოთ ქვეყნის დაცვა და მოვლა.
დანდალოელო, წყალივით მიდის
დრო, ერთურთს უცქერს ჩვენი სარკმლები
და რვაასი წლის თამარის ხიდის
პატრონთ ბევრი რამ გვრჩება სათქმელი…

 

1997

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა