პოეზიაფრიდონ ხალვაში

ცარიელი სახლი

ფიჭვის ტყეში ყავრიანი,

მოჩანს მრეში აგარაკი,

რა ხანია, აგარაკში

აღარ არის აღარავინ.

მიჟანგვია ჭიშკარს კლიტე

და კიბეზეც ბალახია,

რა ხანია კართან სარკეს

აღარავინ დანახვია.

ბანზე კენტი ლამპა ბჟუტავს

ზედ მიმხმარი ფარვანებით,

აქ სიჩუმე ჩაგჩურჩულებს: _

დავიწყებას არ ვანებებ.

წასულია და შორიდან

ვეღარ მოვა მასპინძელი,

მისი ხელი შენახები

თბილია კვლავ ცაცხვის ძელი.

და ყველაფერს ფოთლის თოვა

ყვითელ სევდად დადნობია

და ეტყობა, შემოდგომა

ეზო-კარის პატრონია.

 

1974

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა