პოეზიაფრიდონ ხალვაში

ცარიელი დღე

ამაზე უფრო დიდი სიძუნწე,

ამაზე უფრო დიდი დაპირება,

ამაზე უფრო დიდი დავიწყება,

ამაზე უფრო დიდი დაყვედრება,

ამაზე უფრო დიდი სინანული,

ამაზე უფრო დიდი განშორება,

ამაზე უფრო დიდი სიცარიელე

არსად არასდროს ალბათ არ იქნება.

ფოთლებს ქარი უნდა,

ფესვებს წყალი უნდა,

გულებს _ სიყვარული, _

სავსე დღის იდეა.

ღმერთო, დაგვიტოვე ჩვენი სურვილები,

ზოგჯერ სურვილიც ხომ

დიდი სიმდიდრეა.

 

1970

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა