პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჩუქურთმის მჭრელები

დაქცეულ ეკლესიასთან,

ყვირილით, კვნესით, ხველებით,

მოყარეს ლაზეთ-აჭარის

ძველი ჩუქურთმის მჭრელები.

უთხრეს აქ ჯამე იქნება,

ალაჰი რასაც ელოდა,

ამ წმიდა სამლოცველოსთვის

გვჭირია თქვენი ხელობა.

ერთურთს უსიტყვოდ გახედეს,

მერე კი, შეუჩერებლივ,

მეჩეთში საჭრეთელებით

ჩადგნენ ჩუქურთმის მჭრელები.

ლურჯ გრეხილებში თბებოდა

ჭერის ცრეცილი ეთერი,

ხაზი სიმივით მღეროდა,

კედელში გამოკვეთილი.

სული ჩაუდგეს მოხვეწილ

ხეს ხელის ერთი შევლებით,

სვეტებს მუხლებზე მოხვიეს

ვაზი და მწიფე მტევნები.

ნამაზი ცვლიდა ნამაზებს,

მაგრამ მლოცველი ხედავდა _

ჩუქურთმებიდან მიწაზე

მიწის სიმღერა წვეთავდა.

_ საქმენი ხელოვანისა

ცოცხლობს სამშობლოს მშვენებით, _

თაღებში მღერად გაისმა

ლოცვა ჩუქურთმის მჭრელების.

 

1970

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა