პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჩემი ვარსკვლავი

ღამეში ერთი თეთრი ვარსკვლავი

მოვა, დაჯდება ჩემს ფანჯარაზე

და მოცახცახე სხივთა თაკარით

ძილის წინ ფიქრებს გამილამაზებს.

მე ბავშვობიდან ვიცნობდი იმას,

ბევრ საიდუმლოს ვეუბნებოდი,

ქვეშ დავიგებდი ცვრით დამბალ თივას,

ოცნებით ზეცას ვეუფლებოდი.

ის არის ჩემი დიდება თითქოს,

ის არის ჩემი სიცოცხლის ღელვა,

შურით გავყურებ ვარსკვლავებს დიდრონს,

ადამიანი მგონია ყველა.

პატარა ჰქონდა ჩემსას სინათლე,

ვამბობდი, ალბათ მალე გაქრება,

მაგრამ ვიცოდი _ ცის სიდიადე

უმისოდ მაინც არ ივარგებდა.

 

1960

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა