პოეზიაფრიდონ ხალვაში

შენი გარეცხილი პერანგით…

შენი გარეცხილი პერანგით,
ცივი, თოვლისფერი ჰაერით,
ჯერ რომ ვერ ასულა ვერავინ,
მგონი, იმ გორაზე აველი.

გული ძიგძიგებდა სხვა ძალით,
სუნთქვა მიხაროდა ზამთრისა,
ვთქვი დღეს იმგვარია, რაც არის,
ცეცხლი გადაბუგავს ნატვრისა.

გული, სიყვარულს რომ შეფერის,
ანდა სიხარულს რომ შემარგებს,
თბილი იმედებით შეკერილ
სხვა წლის სხვა იისფერ პერანგებს.

ახალ საკისურს და სახელურს,
სხვა დღის გაზეთებში გახვეულს,
ჩემი კისრისა და მაჯების
ოფლი გამიმუქებს მრავალჯერ.

მაგრამ თვალები სხვას ხედავენ, _
დრო ხომ ავია და ვერაგი,
თავს ვინ მოიწონებს ნეტავი
შენი გარეცხილი პერანგით?

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა