მუხრან მაჭავარიანიპოეზია

დავითი

ჯდა ვახტანგ მეფე მარტოკა, –
უხანჯლოად და ულახტოდა.
მაღლიდან ნახა: სირბილით
კიბეზე კაცი ახტოდა.

ავარდა –
მეფეს წარუდგა
და ფერხთა მისთა წინარე
დაემხო –
მიწას აკოცა…
ვახტანგმა:
– ნეტა ვინ არი?

ერთხანს უმზერდა ხელმწიფე
და როს უბრძანა: – ადექი!
წამოხტა – წელში გასწორდა.
ვაჟკაცი წარმოსადეგი.

შეხედა –
იცნო –
გაოცდა –
წამოიძახა:
– დავითი!
თვალწინ დაუდგა
მიწა და
ზეცა და
ხალხი თავისი.
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Check Also

Close
Close