ჰეროდოტეისტორიაბიოგრაფიული ცნობები

ჰეროდოტე – ბიოგრაფიული ცნობები

მოღვაწეობის საუკუნე : ძვ.წ V საუკუნე

ძველი ძერძენი ისტორიკოსი, ისტორიის მამად წოდებული. იგი ავტორია ბერძნულ-სპარსული ომების ისტორიისა, რომელსაც სათაური არა აქვს, თანამედროვე გამოცემებში კი ”ისტორია” ან ”მუზები” ეწოდება და ცხრა წიგნად არის დაყოფილი. ნაშრომის ძირითადი თემა ბერძენ-სპარსეთის ომების ისტორია გადაზრდილია მსოფლიო ისტორიაში. ჰეროდოტეს მითების, ბედისწერის, მისნობის, სიზმრების სჯერა. იგი უარყოფითად ეკიდება ტირანიას და თანაუგრძნობს დემოკრატიას, ყველაფერი ელინური გულწრფელად უყვარს. ჰეროდოტეს წყაროებად გამოყენებული აქვს ზეპირი (პირადად ნანახი და სხვათაგან მოსმენილი) და წერილობითი (წარწერები, საბუთები, ისტორიულ-გეოგრაფიული ნაშრომები). ჰეროდოტეს ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველთა ტომების, საქართველოს ძველი ისტორიისათვის. იგი იხსენიებს კავკასიონის ქედს, მდინარეებს (ფასისი, არაქსი, ჰალისი), ხოლო ხადას ძველი სახელით აია. მისი აზრით, შავგვრემანი და ხუჭუჭთმიანი კოლხები წარმოშობით ეგვიპტელები არიან, მოცემულია ცალკეულ ტომთა ლოკალიზაცია, არის ცნობები ქართველ ტომთა ტროას ომში მონაწილეობის შესახებ და სხვა.

ნაწარმოებები :

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა