ეკრანიზაციარომანიფიოდორ დოსტოევსკი

ფიოდორ დოსტოევსკი – ეშმაკნი

„ეშმაკნი“ ფიოდორ დოსტოევსკის რიგით მეექვსე, ყველაზე პოლიტიზირებული რომანია. იმ დროისთვის მას უკვე დაწერილი აქვს „მკვდარი სახლის ჩანაწერები“, „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“, მაგრამ მწერალს არ ტოვებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მისივე აღიარებით, ის ჯერ მხოლოდ ემზადება მომავალი, მთავარი ნაწარმოების შესაქმნელად… სწორედ ამ დროს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება სერიოზული ძვრები, რაც დოსტოევსკის აიძულებს დაიწყოს ახალი ტექსტის წერა, რომელიც სულაც არაა ჩაფიქრებული იმ „მთავარ ნაწარმოებად“. ავტორი გეგმავს დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს მიმდინარე მოვლენებს, თუნდაც პამფლეტის სახით გამოთქვას თავისი შეხედულებები, მაგრამ ხდება სხვაგვარად: ტექსტი თანდათან იზრდება, ემატება ახალი პერსონაჟები, რთულდება სიუჟეტური განვითარება… საბოლოოდ სახეზეა უმნიშვნელოვანესი რომანი – რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება, რომლითაც ავტორი წინასწარმეტყველებს მომავალ სოციალურ კატასტროფებს და სისხლიან რევოლუციებს, რასაც შემდეგ ისტორიაც დაადასტურებს.

გადმოწერა

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close