ოთარ ჭილაძეპოეზია

მხოლოდ ხანდახან, დაბინდულ ფარდას ..

მხოლოდ ხანდახან, დაბინდულ ფარდას
შეარხევს ქარი და...სიჩუმეა
ღამის დარაჯი დაუსტვენს სადთაც
ან ჩაახველებს და...სიჩუმეა
და ეს სიჩუმე მე თავზე მადგას,
როგორც ავადმყოფს მომვლელი ქალი
რადგან მიყვარხარ და რადგან
მძულხარ იმავე გზნებით და ძალით.

წყარო: litklubi.ge

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close