თემურ ელიავაპოეზია

ურჯულოს აღსარება

შენ ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,
არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი.
როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.
დღე რომ ღამის ნასამოსარს გადმოიცვამს
მოდი მნახე, ხელი მახლე, მიგრძენ ტანი,
შენ ვინც კერა დაგინგრია გადაგიწვა
მე ვარ იგი, აღა მაჰმად ოსმანდ ხანი,
მოდი სული დამილიე მე ურჯულოს
მოყვასს გიკლავ დედის ნამშოდ მოგვარესა.
შენი მიწის გმირი რომ არს მიყუჟული,
რა რომ განა ხმალი ოღლიმ აულესა.
მტერი ვიყავ, მტრადვე დავრჩი ნაკრძალევი
მტვერი ვიყავ მტვრადვე ვიქეც ძაღლსაყეფო
მაგრამ მახსოვს მხედართ მქონდა ნაბრძანები
ქართლის ქალი მომიყვანეთ ყაჩაღებო.
არაგვზედა, მბრძანებელი ვიყავ ჯარზე,
შენი მიწის ოხშივრებში ჩაწყდა სუფრა,
თითქოს ისევ შენი ღმერთი აცვეს ჯვარზე
და მახვილით მოვლენილი აღსდგა უფლად.
გუმბათ-გუმბათ გადავლეწე შენი მიწა
სალოცავი რაც კი გქონდა სისხლში ვჭამე
მე რომ შენს მტერს მუჰამედის მადლი მიცავს,
საზღაური გავეც ჩემი ოფლად მწაარე
საფრესკალზე მომიწერეს ომთა მთვლელო,
შენს წმინდანში მოღალატე აბოს ვხედავ
მე კი მართალს როგორ უნდა მომიტევო.
ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს
არც მამაცი ყივჩაების ბრძოლა იცი,
ასე დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა