გურამ რჩეულიშვილი

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი – გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა), ქართველი მწერალი.

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ“ და „აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ“. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გურამ რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას… იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

გურამ რჩეულიშვილი – უსახელო უფლისციხელი

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რამექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარდამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინეკონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.                 ახლა საღამოა.                 ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში. უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისიმიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.                 ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერიამტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა წარმოადგენს ცალკე გამაგრებულ რაიონს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერისამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე…                 ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან, ე.წ. ხოვლისგორაზე… მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანდათან ჰკარგავენპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე.                 ეკონომიური სიძლიერე და მასთან პოლიტიკურიც ნელ-ნელა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი.…

Read More »

გურამ რჩეულიშვილი – ნელი ტანგო

(საუბარი ცეკვის დროს)                 ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით – როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური. სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენრუსები. გიტარა კი უკრავდა.                 პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენამკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა.                 ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ. – აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. – თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო. – ჰო, გამოვა.…

Read More »

ქუჩაში ცოტა ხალხი იყო ..

ქუჩაში ცოტა ხალხი იყო და ქარი ქროდა. ქარი…

Read More »

ღამე ჭაობში

ჯერ სულ ნელა იწეოდა მიწა ქვევით. ზედაპირზე წყალი…

Read More »

ყავის სმა

სუფრა ყვითელი დოქი დოქისფერი დოქი შავი დოქი შავი…

Read More »

ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა…

ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა. ტექნიკურად არ…

Read More »

შაშაც რევოლუცია, ანუ რევოლუცია ორთაჭალაში, ბამბის რიგზე

შაშა აზაურაშვილი ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ქვაფენილაყრილ ტროტუარზე, გაშტერებული…

Read More »

შარაზე ღამით

ასფალტზე ესხმებოდა წვიმა. აქა-იქ გუბე იდგა: შიგ ჩავარდნილი…

Read More »

შემოდგომა ბაბუა კოტესი

დღიური: წ. 1956. 3 მაისი პირველჯგუფელმა ლეილამ ტოლებში…

Read More »

შეყვარება

მანქანა ახლა აღმართს აუყვა. რადიატორი გახურდა და წყალმა…

Read More »
Close