ვახუშტი კოტეტიშვილი

მწყრების სონეტი

ძნელია, იყო სანიმუშო ზნეობის მქონე, არ გებადოს და არ გებუდოს არცერთი მწყერი. თავით ფეხამდე დავარცხნილს და გაპარსულს, ვგონებ, სჯობს, ვისაც ზოგჯერ გასაპარსი დარჩება წვერი. და ვისი სქესიც შორიდანვე უკვეა ცხადი, ვისაც ფრანტობას უჯობს, იყოს ოდნავ აპაში,…

Read More »

საჭიროების სონეტი

გვაქვს მოცემული ბარაქა და ხვავი ულევად, მან რა მოიგო, ვინც ამ დოვლათს ზურგი უქცია?! ქვეყნად ყვალაფერს აქვს თავისი დანიშნულება და ყოველ საგანს აკისრია თავის ფუნქცია. და რომ ცხოვრება გქონდეს, მართლაც, ლაზათიანი და ამქვეყნიურ მსუყე ტრაპეზს არ უჯდე უქმად,…

Read More »

ბუნების სონეტი

ბუნება ითმენს ჩვენს ჯებირებს, ხიდებს, კაშხალებს, მაღაროებს და ცათამბჯენებს, თხრას თუ დაცობას. ჩვენსავ წარმართულ ზარ-ზეიმებს, ზათქს და მაშხალებს, მუდმივ ტრაბახს და ამბიციურ ქონდრისკაცობას. ბუნება ითმენს თვინიერად რაღაცა ზღვრამდე, რადგანაც იგი არ მიგვიჩნევს ნამდვილ მეტოქედ,…

Read More »

ტროას სონეტი

ვიხსენებ მითებს, იწყებოდა ახალი ერა კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი. სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა – ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი… პირისპირ მდგარი დაბნეული ნორჩი პარისი… ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად.…

Read More »

კანტის სონეტი

  ჩემი ქალაქი კენიგსბერგი, საფლავი კენტი… გამცნობთ: – სახელი – ემანუილ და გვარი – კანტი: მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი, და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი..…

Read More »

სარკის სონეტი

მზეოს სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი, ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი, ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს. შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის…

Read More »

ქარავნის სონეტი

ამ უდაბნოში ხან მზე აჭერს, ხან უკუნია, ქარნი ხორშაკნი ქვიშის ბორცვებს უჩენენ ხაოს, არავინ უწყის, მერამდენე საუკუნეა, აქ ქარავანი თავს ვერ აღწევს ქარების ქაოსს. აქ ლომი ლამობს, აქლემს სადმე გამოჰკრას კბილი, აქლემს ჰგონია, ვერ მიაღწევს ლომი მიზანსო.…

Read More »

გზის სონეტი

რა მოხდა, თუკი არ სრულდება ის, რაც გულს უნდა და თუ შენ მიმართ დრო-ჟამია დაუდევარი! ან შენს თავზე თუ გრიგალივით გადაზუზუნდა შემზარავი და ავბედითი ბედი მდევარი! რა მოხდა, თუკი ვერ მიხვედი აღთქმულ მიზანთან და ოცნებათა მექარავნე გზაში დავარდი!…

Read More »

სიყვარულის სონეტი

შენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება. მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება. თუმც შესაძლოა, რომ ოდესმე შენც სწვნიო წვენი და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი.…

Read More »
პოეზია

გაზაფხულის სონეტი

გაზაფხულია, კანის საკანს ვეღარ სჯერდები. კივის სხეული სისხლძარღვებით მონასირმები. ხეებს ასკდებათ ვნებისაგან კვირტის კერტები და გახელებით შეჰბღავიან ფურებს ირმები. მდინარეებში გაუმართავთ თევზებს ჯირითი, მდედრუნახავნი მიაპობენ წყლის ჩქერებს გუნდად,…

Read More »
Close