რომანიEpubკნუტ ჰამსუნიPdfმოთხრობაmobi

კნუტ ჰამსუნი – მისტერიები

ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) დაიბადა სოფელ ჰამსუნდში ხელმოკლე გლეხის ოჯახში 1859 წელს. პირველი ნაწარმოები უკვე 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა. თუმცა მალე უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი იძულებული გახდა, ნორვეგია დაეტოვებინა და სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი. ჰამსუნმა ორჯერ იმოგზაურა ამერიკაში და იქ რამდენიმე წელს დარჩა კიდეც საცხოვრებლად. შემდეგ ეწვია ფინეთს, რუსეთს, ირანს, თურქეთს და ბოლოს 1899 წელს საქართველოსაც, სადაც თბილისის გარდა ქალაქი მცხეთა და ბათუმიც მოინახულა. საქართველოთი მოხიბლულმა ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი “მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში” და პიესა “დედოფალი თამარი”. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა “შიმშილმა” მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი – “მისტერიები”, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.

გადმოწერა:

pdf:კნუტ ჰამსუნი – მისტერიები

epub: კნუტ ჰამსუნი – მისტერიები

mobi: კნუტ ჰამსუნი – მისტერიები

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close