პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ახალი „ნიკორა“

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

თუჯის ფილტვებში
ფერდგადახსნილ
მანქანის შიგნით -
ამოწმებს მოტორს
თუ არწყულებს
ფოლადს ძაბრებით,
კორბიურატორთან
დაფუსფუსებს
მარჯვე შოფერი,
კახელი კაცი
მღელვარ ძარღვებს
სწევს გამძაფრებით.
გაზის ველური ენერგია,
გააფთრებული,
მალე გაიცნო,
როგორც თავის
ძველი ნიკორა.
კახეთი ახლად გადაკეთდა
თავის ველებზე
ეს უცხოელი,
ბუმბერაზიც
წინ გაიგორა.
ეხლა ცოტაა,
შემდეგ კიდევ
მოვა ასობით.
შეიცვლებიან
ბრიგადებათ,
დივიზიებათ,
დივიზიები არმიებათ
მოტორით - ძრავით,
ახალ მანქანით,
სიამტკბილად
და შეთვისებით.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა