პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

აივანზე

დაუვიწყართა დღეთა თილისმა!
ბაღში, მოსილში ჩვენი ფანტაზმით,
კოჯრით დაჰქროლა ქარმა დილისმა.

აქ მშფოთარებდა გული ხანდაზმით,
როს ხმა მესმოდა ჩანგთა ჟღერისა,
დრო მოწვდენილი შხამიან სასმით.

მითხარი, გულო, რა ფერისაა,
ეხლა რომ შავი ჩრდილი ავლია,
დავიწყებული ბაღი ვერისა?

ბილიკების გზა შემისწავლია,
ფოთლები დროსთვის გვიდარებია,
ამ ბილიკებით დრონი წავლიან.

ამ სასახლიდან მიტარებია
ფეერიული მერნის სადავე,
სად არც წვიმაა, არც დარებია.

მანსარდაზე დგას შენი მხატავი
პოეტი, სული ირმიგალისა:
აი, რა არის თავი და თავი!
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა