პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ავდარი

რა საშინელი ტალღები,
რა საშინელი გრიგალი,
ცასაც ჩაუცვამს თალხები
ტყვიისფრად ჩანარიგალი.
ნაპირთან გადატყდომის დროს
ჭრიალებს ფიჭვი მაღალი,
ელვამ კვლავ უნდა იელვოს,
გრგვინვამ ჰკრას მეხი ახალი.
ტყვე ტყვიისფერი ნატბორის,
გაქანებულად მგლოვარე,
ხანდახან ღრუბელთა შორის
გამოანათებს მთოვარე.
და განათდება უეცრად
გაოხრებული, პარტახი,
უეზოოდ და უეწროდ
ოხრად შთენილი ჩარდახი,
სადაც მთებისა და ხევის
გზით წამოვსულვარ ყარიბი,
ელვათა შუქი მეხვევის,
ქარს მე ხსნას ვემუდარები.
ნაპირთან გადატყდომისას
ფიჭვი მეორე ჭრიალებს,
ცა ელვას ისვრის წყრომისას,
გრიგალი ისევ გრიალებს.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა