პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

აბრეშუმი გვსურს ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

აბრეშუმი გვსურს და
არა ძონძები,
მშრომელები -
და არა ხორხონცები.
არავისთვის
საიდუმლო არაა,
მუშას რად სურს
აბრეშუმის მარაო,
მაგრამ ამბობს:
გეყოფათო, კმარაო.
დაიჯერებ -
ან მეტი რა ჩარაა.
მუშასაც სურს
აბრეშუმი, ამრიგათ,
როგორც გინდათ,
ეს ამბავი გაიგეთ.
ეხლა კი მობრძანდით.
მობრძანდით...
აქ არ არის აფრიკა.
დავათვალიეროთ
ჩვენი ფაბრიკა.
და ჩვენ შევყევით.
ჩვენ ვხედავთ
ფეიქრებს დაზგასთან,
ტრიალებს ძაფები,
ხრახნები.
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
მრავლდება ფაბრიკა-ქარხნები.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა