პოეზიაფრიდონ ხალვაში

მე მინდა

მე მინდა
ადამიანებს
ახალი სიყვარული ვარგუნო:
დაღლილ-დაქანცული
ხალხი ბუნებაში დავაბრუნო,
მხრებზე წამოვიგდო თხის თხელი ქეჩხო,
მშვილდიც გავისროლო,
ჩარხიც დავაბრუნო…

ზეგანს წავიდე, ქოხთან გავჩერდე,
სადაც სულ პირველად ცეცხლი დამანახეს…
ბადე დავაფინო მთაში ჩანჩქერებს
და გრილ ლაყუჩებზე ვკოცნო კალმახებს.

ვიყო მწერალი წიგნისა,
ნაღველს და ღიმილს რომ ერთმანეთში ზელს,
სიყვარულში ისე მაგარი ვიყო,
რომ სიმღერა ჩემი გავაგონო მზეს.
1968

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა