პოეზიასერგეი ესენინი

დღეს მე ვკითხე ზარაფხანის ზარაფს

დღეს მე ვკითხე ზარაფხანის ზარაფს
ნახევარ თუმანში მანეთს რომ ცვლის,
როგორ ვუთხრა მე მშვენიერ ლალას,
მიყვარხარ-თქო, უსაშველოდ ნაზად?

დღეს მე ვკითხე ზარაფხანის ზარაფს
ქარზე მჩატე, ვანის ჭავლზე ჩუმი,
როგორ ვუთხრა მე მშვენიერ ლალას
სიტყვა “კოცნა” _ ნიავზე მსუბუქი?

კიდევ ვკითხე ზარაფხანის ზარაფს
გადავმალე შეპარული შიში,
როგორ ვუთხრა მე მშვენიერ ლალას:
“შემ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, იცი?”

და ზარაფმა მიპასუხა მოკლედ:
არ სჭირდება სიყვარულსო სიტყვები,
სიყვარული მხოლოდ ჩუმი ოხვრაა,
ქარვასავით ანთებული თვალები.

კოცნას ხომ სახელიც არა აქვს საერთოდ,
კოცნა ხომ არ არის წარწერა კუბოზე,
კოცნა ხომ წითელი ვარდების ქროლვაა
ფურცლებად დამდნარი საყვარლის ტუჩებზე.

სიყვარულს კი არ სჭირდება თავდები
მას თან ახ¬ლავს სიხარულიც, განცდებიც
“შენ ჩემი ხარ” _ ამბობს მხოლოდ ხელები,
შავი ჩადრის ჩამომხსნელი ხელები.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close