პოეზიამანანა ჩიტიშვილი

მანანა ჩიტიშვილი – ზაფხული მოვა

 

ისევ იმ მხარეს მოვიდა თოვლი,

მე რომ ველოდი ვარდს და კესანეს,

ხვალ ბალახები მიწის ჭრილობებს

მწვანე თითებით ამოკემსავენ.

მზე მიახატავს ამ შიშველ ფერდობს

ტყემლის ქათქათა ქალწულურ მკლავებს,

შენ თუ იფიქრებ – სიძულვილისთვის,

სიყვარულისთვის მსჯიან და მკლავენ.

შორს, ტყისპირებში გუბდება ია,

უცხო იმედი მოაქვს კესანეს –

მოვა ზაფხული და ბალახები

მიწის ჭრილობებს ამოკემსავენ. 

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა