პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – ვინ – ემზადება სამარხვოდ

***
ვინ – ემზადება სამარხვოდ,
ვინ – იხდის, რეიტინგიზა;
მაგრამ,ის ხდება ,,სახალხო”-
ვინც კახპაა და ტინგიცა.
აგერ ვარსკვლავად აკურთხეს
პატრონს რომ ეჯდა შინ – გიჟად;
ვერ აღწერს ახალ მანქურთებს
აიტმატოვი ჩინგიზაც.
რის ,,ტელე”,- კუპრის ქვაბია,
ქვეშ ცეცხლი უნდა გიზგიზა;
ეშმაკსაც ორი აბია
რქა და,- საქნელსაც ის გიზამთ!..

ვ.ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2015 წელი,თებერვალი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა