პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – კაზანტიპი!..კაზანტიპი!..

***
კაზანტიპი!..კაზანტიპი!..
ვახ,რა პონტებს მაზავს ტიპი;
რის – ,,ყანა მაქვს გასათოხნი…”
რის – ,,ეზო მაქვს გასათიბი…”

კაზანტიპი!..კაზანტიპი!..
თვალებს ისე ნაბავს ტიპი;
ვატყობ,- ომში არ მოკვდება,
არც დუელით და არც ტიფით.

კაზან-ტიპი!..სეზამ – ტიპი
რას გვახარბებს ,ნეტავ,კლიპით?-
ქალს (ხსნილი აქვს – ქვედაბოლოც,
ქვეტექსტიც და ქვედაჭიპიც).

ჩანს, რომ ,,ვაი (ჭკუისაგან)’’
ან მეტი აქვს,ან აკლია;
ვისაც ღია ბორდელად სურს
საზღვრისპირა ანაკლია.

სად ლაშქარი უნდა იდგეს
თავმოყვარე ქართველების;
გვთავაზობენ რა ორგიებს
სოდომ-გომორს ნათრევები?!

ძმა იყო თუ მეზობელი –
გვმტრობდა, მაგრამ გვაფასებდა;
ხვალ რა პირით ვისაუბროთ
ჩვენს გაბუტულ აფხაზებთან?!

ვიღას უნდა სახელმწიფო –
ბოზების და ბარიგების;
წაგებულ ომს არ იგებენ
ეშმაკებთან გარიგებით…

ასე იცის – უღმერთობამ,
უკაცობამ,უქალობამ;
ცრუ მოძღვრის და ცრუ პოეტის
ცრუ სიტყვამ და ცრუ გალობამ.

ასე იცის……………………………

ვახტანგ ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2014 წელი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა