პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – ვთხოვე გოგონას ვისკი

***
ვთხოვე გოგონას ვისკი,
მითხრა: ,,ვის – კი და ვის – არა…”
მომცა და,ჩამოვისხი,
ვზი ჩუმად,ჩემი ხნის დარად.

იქნებ გავწიოთ რისკი,
თუმცა,რის – კი და რის – არა…
მიმზერს მოგონილ რისხვით,
ასე საყვარლად მშიშარა.

ვარ მტერი არა მისი,
-,,არა,მისის თუ მის,არა…”
ეს მე ვარ,არამისი,
დრომ უდროო დროს მიშარა.

დარტანიანიც არ ჩანს,
პორთოსს გადაჰყვა ათოსიც…
ერთადერთ მოძმედ დამრჩა
მუშკეტერული პათოსი.

,,რა ბიჭი იყო პადრე…”
ეხ,მადმუაზელ თუ მილედი…
თქვენ რომ გენახეთ ადრე,
ალერსს არ გამომილევდით.

ვახტანგ ღლონტი(ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2015 წელი,აგვისტო

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა