პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – სადაც პატივში არიან

***
სადაც პატივში არიან
სამშობლოს მოღალატენი;
სადაც მომძღარი პარია
მშიერ მსხვერპლს ლუკმას ატენის.

სადაც მწყემსიც და მეყანეც
დავარდნილია ქადაგად;
იქ,ნუ იკითხავ,ქვეყანა
ასე რამ გააღატაკა.

სადაც დიდიც და პატარაც
ქცეულა ტელენახირად;
სადაც გმირიც და პოეტიც –
(კონა) – შაურად არ ღირან.

სადაც ცხოველთა უფლებებს
იცავენ კაცთმოძულენი;
სადაც სულელი ბრძენია,
ბრძენი კი – ორგზის სულელი.

სად უმწიფარი ღლაპები
გამზრდელთა კიცხვით გართულან;
იქ,რატომ გიკვირს,ცხოვრება
თუ მიდის უკუღმართულად.

ვ.ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები”)
2014 წელი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა