პოეზიამურმან ლებანიძე

მურმან ლებანიძე – ორმოცდაათის მერე ..

ორმოცდაათის მერე
ვატყობ, ადვილად ვთვრები.
ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენ
ჩემი პატარა მტრები.

ხომ ისევ იმას წერენ,
ვლიან იმავე გზებით –
ორმოცდაათის მერე
შემწყნარებელი ვხდები.

დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,
ვატყობ, დამოკლდნენ წლები…
ეს სიბერეა, ალბათ!
ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა