პოეზიასონეტილია სტურუა

ლია სტურუა – ხეები

მე თქვენ მიყვარხართ ბავშვობიდან და სიკვდილამდე

როდესაც მიწას დამირბილებთ თბილი ფოთლებით,

მე ხომ გივლიდით და გასმევდით წყაროს ბოთლიდან,

უჟმურ ქალაქში ყვავილობას გიადვილებდით.

თქვენი მდინარე, სადღაც, მთების მიღმა დიოდა,

მისკენ გავარდნის სადღა იყო ძალა და ხარჯი…

და მე მაქმანისფარდებიანს, გიღებდით ფანჯრებს,

როდესაც პიკის საათებში თავი გტკიოდათ…

მე თქვენ მიყვარდით, წიწვიანი და ფოთლოვანი,

ყვავილოვანი, მოშრიალე, აზრებს ზნეკეთილს

რომ გვირიგებდით, როგორც ბავშვებს, მცირეწლოვანებს,

რომლებშიც ზოგი ცვილი იყო, ზოგი _ კერკეტი,

მაგრამ ყველანი ვასრულებდით ზეცის შეკვეთას –

თქვენ ქარში ფრენით, ჩიტი _ სტვენით, მე _ თანხმოვანით

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა