პოეზიასონეტილია სტურუა

ლია სტურუა – ჭრელი სონეტი

ვერცხლის სურებში ჩამოასხან მაღალი სევდა,

არა ცხენი და არა ძაღლი, მსურს ვიყოლიო

მყივანა თავი ფარშავანგის და ჭრელი ბოლო,

ცივი და თბილი გამწარება შემეხოს ფერთა

და გახარებაც, დაიძაბოს, შეიკრას წრედი,

თვალებში ცეცხლი რაც მეგონა, იქცა ნათურად,

თანაც ფარშავანგს წამართმევენ მუხანათურად

ლოგიკის ცივი მთვარეები და კათედრები…

არა ლამაზი, აწონილი სიტყვა ხვედრი

ჩემი და შენი, ვიღაც გვლანძღავს, ვიღაცა გვისმენს,

ვიღაცას ჩემი ფარშავანგი დაადგა ყელზე,

ვერ მოინელებს და ამასაც დამაყვედრიან.

შენ კი არ მინდა გაგაკვირვო, მე ასე ვხედავ

და მეჩვენება, რომ მომიკვდა სიჭრელე ველთა…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა